x
სი
მზის სისტემის "ახლოს" ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

imageაშშ–ს ასტრონომებმა ახალი მთიანი პლანეტა მზის სიტემიდან 38 სინათლის წლის დაშორებით აღმოაჩინეს. ეს "სულ რაღაც" რამდენიმე ასეული ტრილიონი კილომეტრია.ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების თავმჯდომარის სიტყვებით პლანეტაზე ძლიერ ცხელა იმისათვის, რათა იქ სიცოცხლე წარმოიშვას.ამის მიუხედავად სპეციალისტები მონდომებით დააკვირდებიან პლანეტას, რათა მისი ორბიტის შესახებ უფრო მეტი შეიტყონ.


ექსპერტებმა აღმოჩენის შესახებ ვაშინგტონში პლანეტარული მეცნიერებების განყოფილების სხდომაზე განაცხადეს.ამას გარდა იგივე კონფერენციაზე განაცხადეს მზის სისტემაში დედამიწიდან ყველაზე უფრო დაშორებული ობიექტის შესახებ – ყინულის ციური სხეული ჩვენგან 15 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე მანძილი პლუტონამდე.


ლაპარაკია ათასი კილომეტრის დიამეტრის პლანეტოიდზე. ციური სხეული იაპონურმა ტელესკოპმა Subaru–მ დააფიქსირა.

0
265
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სი
სი
Mediator image
Mediator image
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0