x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფოტო ჟურნალისთვის ანუ გლამურული რეტუსში. პრაქტიკუმი (Photoshop CS 4 & 5)

ფოტო ჟურნალისთვის ანუ გლამურული რეტუსში
ვარსკვლავები ჟურნალებში ყოველთვის კარგად გამოიყურებიან და ამაში მათ ფოტოშოპიც ეხმარებათ.

ფოტოსურათზე ადამიანი უნაკლოდ რომ გამოიყურებოდეს:


1) უნდა მოვახდინოთ, Layers პალიტრაში, გამოსახულების დუბლირება.

ფოტო ჟურნალისთვის ანუ გლამურული რეტუსში2) რეტუშის ხელსაწყოების გამოყენებით (იხ. რეტუში - სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები), დავამუშაოთ სახის კანი: მოვაცილოთ ხალები, სინათლის ანარეკლები და ყველაფერი, რაც თვალში ცუდად მოგვხვდება.

გამოსახულებაზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას.

ფოტო ჟურნალისთვის ანუ გლამურული რეტუსში3) Color Range (მენიუ Select > Color Range) ხელსაწყოს გამოყენებით, გამოვყოთ და კოპირებით (Ctrl+J) ახალ ფენაზე გადავიტანოთ სახის კანი და გავთიშოთ ფონის ფენა.

ფოტო ჟურნალისთვის ანუ გლამურული რეტუსში4) კოპირებულ ფენაზე, რბილი საშლელით (Eraser Tool), წავშალოთ ყველაფერი კანის გარდა.

ფოტო ჟურნალისთვის ანუ გლამურული რეტუსში5) მოვახდინოთ კანის ფენის დუბლირება > ფენების დადების ჩამოსაშლელი მენიუდან, ქვედა ფენისთვის ავირჩიოთ Darken რეჟიმი, ხოლო ზედა ფენისთვის – Lighten > ქვედა (Darken რეჟიმიან) ფენაზე გამოვიყენოთ Gaussian Blur (მენიუ Filter > Blur > Gaussian Blur) ფილტრი, ისეთი რადიუსით, რომ ციფრული ხმაური (შავი წერტილები) და კანის დარჩენილი დეფექტები, სრულად გადაირეცხოს > ჩავრთათ ზედა ფენა და იგივე ფილტრი გამოვიყენოთ, გაორმაგებული რადიუსით (ამ შემთხვევაში, I ფენის რადიუსი არის 4 პიქსელია, ხოლო II ფენისის – 8 პიქსელი).

ფოტო ჟურნალისთვის ანუ გლამურული რეტუსში6) გავაერთიანოთ კანის ფენები და დავარეგულიროთ ფენის გამჭვირვალობა, ისე რომ, კანი ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

ფოტო ჟურნალისთვის ანუ გლამურული რეტუსში7) რბილი საშლელის გამოყენებით, წავშალოთ კანის ფენა იმ ადგილებში (თვალები, წარბები, ტუჩები, თმა), სადაც მოხდა გადაფარვა, ფენების გადარეცხვის შემდეგ, რომ აღვადგინოთ სიმკვეთრე გადაფარვის ადგილებში.
8) ავამაღლოთ კანის ფენის სიმკვეთრე, ბრძანებით: Filter > Sharpen > Sharpen More (ან სიმკვეთრის ასამაღლებელი ნებისმიერი ფილტრით).
9) კანი რომ მეტისმეტად გადარეცხილი არ იყოს და უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდეს, აღვადგინოთ კანის ტექსტურა: Filter > Noise > Add Noise (Amount -1%).
10) ბრძანებით : მენიუ Image > Adjustments > Levels, გავხსნათ სადიალოგო ფანჯარა Levels და ჰისტოგრამის ქვემოთ მოთავსებული ნაცრისფერი ბერკეტი ოდნავ მარცხნივ გადმოვწიოთ, რომ გავანათოთ კანის ფენა.
11) გავაერთიანოთ ფენები.

ფოტო ჟურნალისთვის ანუ გლამურული რეტუსში

2
64
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
64
  
2015, 14 ნოემბერი, 21:55
ჯერ კურსებზე დავდიოდი. 12 გაკვეთილით რა თქმა უნდა, ბევრი ვერაფერი ვისწავლე. შემდეგ, ფოტოშოპის სახელმძღვანელოები ვიყიდე და ჩაუჯექი. მერე ინტერნეტში ვიდეოგაკვეთილებს ვუყურებდი და ასე...
2015, 12 ნოემბერი, 19:18
საიდ ისწავლეთ ასე კარგად ეს ფოტოშოპი?
0 1 2