x
ვლადიმერ პუტინმა სადოპინგო სკანდალთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება მოითხოვა

imageრუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სადოპინგო სკანდალთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება მოითხოვა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, პუტინმა განაცხადა, რომ საჭიროა საერთაშორისო ანტისადოპინგო სტრუქტურებთან თანამშრომლობა.
"საჭიროა შიდა გამოძიების ჩატარება და ღია, პროფესიული თანამშრომლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ანტისადოპინგო სტრუქტურებთან", - განაცხადა პუტინმა სოჭში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც 2016 წლის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მზადებას მიეძღვნა.
9 ნოემბერს მსოფლიო სადოპინტო სააგენტოს (WADA) სპეციალურმა კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიამ 2014 წელს 1417 დოპინგ-სინჯი გაანადგურა და რუსი სპორტსმენების მხრიდან დარღვევების ფაქტები დამალა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მანიპულაციები რუსეთის სპორტის მინისტრის ვიტალი მუტკოს ბრძანებით ხდებოდა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური კი, ქვეყანაში დოპინგის სისტემატური გამოყენების ფაქტებს მალავდა და ანტისადოპინგო ლაბორატორიის საქმიანობაში ერეოდა.
კომისიამ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის დისკვალიფიკაციისა და მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის აკრედიტაციის ჩამორთმევის, ასევე რამდენიმე რუსი სპორტსმენის სამუდამო დისკვალიფიკაციის ინიციატივით გამოვიდა.

0
334
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0