x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"ტუკი": უგემრიელესი ხრაშუნა ყველის კრეკერები - მოამზადეთ სახლში მარტივად
image
ვის არ უყვარს უგემრიელესი კრეკერები, განსაკუთღებით ყველის არომატით?! ალბათ ცოტა თუ აღმოჩნდება ასეთი. თუმცა ბევრი უარს ამბობს მათ მირთმევაზე და სწორადაც იქცევა, რადგან ქარხნული წარმოების კრეკერი, ისევე, როგორც ჩიფსები თუ ე.წ. "სუხარიკები" ორგანიზმისთვის ძალიან მავნეა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საყვარელ სასუნავზე სრულიად უარი უნდა ვთქვათ, შეგვიძლია, უბრალოდ სახლში ჩვენ თვითონ გამოვაცხოთ გემრიელი კრეკერი, რომელიც ძალიან მარტივი მოსამზადებელია და არც ბევრ დროს წაგართმევთ. სამაგიეროდ, დარწმუნებული იქნებით, რომ მავნე არაა და ბავშვებსაც თამამად მიაწოდებთ.


მაშ ასე, ვამზადებთ უგემრიელეს, ხრაშუნა ყველის "კრეკერებს".


ინგრედიენტები:


100 გ. კარაქი;


100 გ. ფქვლი;

100 გ. მაგარი, ნაკლებად მარილიანი ყველი;

1 კვერცხის გული;

მარილი, წიწაკა, სანელებლები - გემოვნებით.


მომზადება:


1. ბლენდერში მოავათავსოთ და დავაბლენდეროთ ცივი კარაქი, ფქვილი და კვერცის გული.

image

2. ფქვილის მასას დავუმატოთ გახეხილი ყველი. თუ გნებავთ, შეგიძლიათ დაამატოთ სანელებლები და სეზამის მარცვლებიც. თუ ყველი ნაკლებად მარილიანი, დაამატეთ მარილიც და ყველაფერი ისევ კარგად დააბლენდერეთ.


image

3. მიღებული ცომი შეკარით გუნდად, შეახვიეთ საკონდიტრო ცელოფანში და შედეთ მაცივარში 30 წუთით.


image

4. გამოიღეთ ცომი, გააბრტყელეთ, ე.წ. საწრუპის ან სხვა ფორმის საშუალებით ამოჭერით რგოლები და დაჭერით სამკუთხედებად. ამგვარი ყველის მსგავსი ფორმა განსაკუთრებით უხდება კრეკერებს.


image


5. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 10 წუტის მანძილზე.


image


6. ხრაშუნა, ყველის არომატის მქონე კრეკერები მზადაა.


image



შეგიძლიათ მიირთვათ სანელებლებით შეზავებულ არაჟანთან ერთად, ასევე შეგიძლიათ მოაპკუროთ ზეითუნის ზეთი და მოაყაროთ მარილი და წიწაკა. მოკლედ, აქ უკვე ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული...


image

0
506
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
506
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0