x
ბარაკ ობამა ლგბტ-ჟურნალის Out Magazine-ის ყდაზე მოხვდა

imageაშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლგბტ-ჟურნალის Out Magazine-ის ყდაზე მოხვდა. გამოცემის თანახმად, პრეზიდენტმა ფოტოსურათი გადაიღო ჟურნალის იმ ნომრისთვის, რომელიც ლგბტ-საზოგადოების ყველაზე ცნობილ 100 ადამიანს ეძღვნება. გამოცემა ობამას "წლის მოკავშირეს" უწოდებს.
Out Magazine-ის რედაქციაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მოქალაქეების თანასწორუფლებიანობას იცავს და მიესალმება ობამას განცხადებას, რომელიც მან მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინება კანონიერად ცნო. მაშინ ობამამ ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს აშშ-ისთვის დიდი გამარჯვება იყო.
როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელიც Out Magazine-ის ყდაზე მოხვდა.

0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0