x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"ნუ გაებმებით სითი პარკის მახეში!" - აყალბებდა თუ არა CT პარკი ხელმოწერებს

imageსოციალურ ქსელში ერთ ერთი მომხმარებელი, თამარ ბოდოკია ვრცელ პოსტს აქვეყნებს "სი-ტი პარკთან" თავსგადახდენილი ინციდენტის შესახებ და მოუწოდებს მძღოლებს ყურადღებით იყვნენ, ჟურნალისტებს კი - დაინტერესდნენ მსგავსი ფაქტებით. როგორც თავად აცხადებს, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მისი საბანკო ანგარიში დაყადაღებული იყო "სი-ტი პარკის" გადაუხდელი ჯარიმების გამო. ყველაფერი კი გაყალბებული ხელმოწერების გამო მოხდა...


"ვაგრძელებ CT პარკის თემას და ყველას გაფრთხილებთ, თქვენც არ აღმოჩნდეთ ჩემს დღეში. მოიკითხეთ თქვენი ანგარიშები, გაფრთხილების გარეშე არ იყოს დაყადაღებული.
მეგონა, მხოლოდ მე გამიყალბეს ხელმოწერა, როგორც ჩანს, სერიზულად აყალბებენ ხელმოწერებს და ვიღაცა არც აპროტესტებს, ისე იხდის საურავებს.

დღეს დილით, ვიდრე მე განცხადებას ვწერდი სითის ოფისში, რამდენიმე აღშფოთებული ადამიანის ისტორიაც მოვისმინე. ერთი იმერელი კაცი(კილოზე ეტყობოდა) ჩხუბობდა, მისამართზე რომ მიიტანეს განცხადება და მე არ დავხვდი ადგილზე, მამაჩემმა როგორ მოუწერა ხელი, კაცი 40 წლის წინ ავარიით დაიღუპაო? ყველა ანგარიში დაყადაღებული ქონდა.
მეორე კაცი ჩიოდა, მე რა ვქნა, მე, ხელი არ მქონდა მოწერილი და მაინც ათას ლარამდე საურავებში გადავიხადეო...
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სერიოზული აფიორაა, ან ყველა გოიმი და ბრმა გონიათ. მიზანმიმართული ყვლეფა მიდის ადამიანების. ზოგიც ებმება ამ მახეში, ზოგიც არა.
მე რომ ჟურნალისტი ვიყო, აუცილებლად დავინტერესდებოდი :

1. რამდენი მსგავსი შინაარსის განცხადება - ხელი არ მომიწერია, გაყალბებულია ხელმოწერა და არ ვიცოდი საურავის შესახებო - შედის სითი პარკის ოფისში.
2. დავინტერესდებოდი, სააღსრულებოს რამდენი საქმე აქვს აღსრულებისთვის გადაცემული?
3. ჩავეძიებოდი, ვინ ცოდავს, სითი პარკის ადმინისტრაცია თუ ფოსტა და ფოსტალიონი?
4. როცა ამდენი განცხადება შედის სითი პარკში, რატომ არ თხოვს ფოსტას პასუხს კონტრაქტორი კომპანია? რატომ არ ზრუნავსსაკუთარ იმიჯზე?
5. სად ჯანდაბაში მიდის ამდენი ფული?
6. რატომ არ აწესრიგებს პარკირების სისტემას სითი პარკი, რომელიც მხოლოდ ჯარიმების გამოწერაზე და მანქანების გატაცებაზეა მარჯვედ?

არ ვარ ინტრიგანი, მაგრამ არც ისეთი ბრიყვი ვარ, რომ არაფერში 540 ლარი გადავიხადო...
მით უმეტეს, ჩემნარი აქაც ბევრი ვიპოვე. ვიდრე ჩემს ამბებს ვარკვევდი, ჩემი თანამშრომლის რძალმაც დაწერა ფეისბუკში, - მომილოცეთ, დღეს სითის დავა მოვუგეო... იმ გოგოს შემთხევით გაუგია, რომ ყველა ანგარიში და მანქანა დაყადაღებული ქონდა და სანამ დავას დაიწყებდა, მანამ 200 ლარიც ჩამოაჭრეს.

მოკლედ, ვისაც სითის ჯარიმების სიმწარე არ განუცდია, ალბათ ამ ამბავს გაატარებს, მაგრამ, ვიდრე თითოეული ჩვენგანი გავმწარებულვართ, იქნებ ვიღაცამ მაინც მოსთხოვოს ამ თავგასულ კომპანიას პასუხი და სერიოზული კამპანია დავიწყოთ - ნუ გაებმებით სითი პარკის მახეში!!!!" - წერს თამარ ბოდოკია.


შეგახსენებთ, რომ კომპანია “სი ტი პარკ”-მა თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 2007 წელს გაიმარჯვა და მიენიჭა პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლის ვადით.

1
1173
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1173
  
2015, 12 ნოემბერი, 5:17
სი თი პარკი აჯარიმებს პატრულის მაგივრადაც ,საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისათვის,ანუ ამკრძალავი დგომის ნიშნის ქვეშ დგომისათის,ეს სხვაა,მაგათ სადგომზე გადაუხდელად დგომის ჯარიმა სხვაა კიდევ.
ეს არის ოინი ნაცმერიის ,ისეა შეთავსებული ნიშნები და სადგომები,რომ ან იხდი სი თი პარკის გადასახადს,ან დგები იქ სადც აკრძალულია პატრულის მიერ,ანუ მაინც ჯარიმდები.
სად მიდის და ჯიბეში ჯარიმა ,ბიუჯეტში არ მიდის,თუ არ გჯერავთ დახედეთ ქვითარს ამკრძალავი ნიშნის ქვეშ დგომის და სითი პარკის სადგომზე გადაუხდელად დგომის ჯარიმის ქვითრებს,მერე რა საბანკო ანგარიშზე მოხვდა თანხა დადგინდეს უნდა და დაიჯერებთ !
0 1 1