x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მსოფლიოს ულამაზესი ადგილები, რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელია
მსოფლიოს ეს ადგილები, უდიდესი არქიტექტორის – დედამიწის მიერ არის შექმნილი. ამ სილამაზის სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლებელია.



კრისტალური მდინარე

მსოფლიოს ულამაზესი ადგილები,  რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელიამსოფლიოში ყველაზე უჩვეულო და ლამაზი მდინარე კოლუმბიაში მდებარეობს. მას კრისტალური ჰქვია, მაგრამ ადგილობრივები, თავისებურად, «ხუთი ფერის მდინარეს» ან «მდინარე, რომელიც სამოთხედან არის გამოქცეული» ეძახიან. ადგილობრივებმა მას შესაფერისი სახელი შეურჩიეს. მდინარე მართლაც 5 ფრად არის “შეღებილი". ეს ფერებია: შავი, მწვანე, წითელი, ცისფერი და ყვითელი. ასეთი მრავალფერადოვნება, მისი წყაქვეშა ბინადრების ფერადოვნებით არის გამოწვეული.


დიდი კრისტალების მღვიმე

მსოფლიოს ულამაზესი ადგილები,  რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელიამღვიმე, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2000 წელს იყო აღმოჩენილი. ბუნების ეს საოცრება მექსიკაში მდებარეობს, უფრო ზუსტად, ქალაქ ჩიხუახუაში. მღვიმე 300 მ. სიღრმეზე არის განლაგებული. მასში, კრისტალების მაქსიმალური სიგრძე 15 მ-ია, ხოლო სიგანე – 1.5 მ-ი. ასეთი ზომის კრისტალების შექმნა, მხოლოს ჰაერის 100%-იანი სინოტივის და 60 გრადუსიანი ტემპერატურის პირობებში არის შესაძლებელი.



მარმარილოს მღვიმე

მსოფლიოს ულამაზესი ადგილები,  რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელიამარმარილოს მღვიმე ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობაა ჩილეში. მღვიმე ყველაზე ღრმა ალპურ ტბაში მდებარეობს. მისი კედლები დიდი რაოდენობით კირქვას შეიცავს, რომელიც წყლის ფონზე, ცისფერი ფერის სხვადასხვა ტონალობაში ლივლივებს. “მარმარილოს მღვიმეები” იდიალური დასასვენებელი ადგილია დაივინგის მოყვარულებისთვის.



ყვავილების ველი

მსოფლიოს ულამაზესი ადგილები,  რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელიაყვავილების ნაციონალური პარკი ინდოეთში, მართლაც რომ ულამაზესი ადგილია დედამიწის ზურგზე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უმჯობესია, მართლაც, ერთხელ ნახოთ, ვიდრე 100-ჯერ მოისმინოთ, მისი სილამაზის შესახებ. ფერებით გაჯერებული და ხასხასა ყვავილები, თითქოს, ფანტასტიკური ჟანრის ფილმების კადრებიდან არის გადმოსული. არა და, ეს პარკი ადამიანის ჩარევის გარეშე არის შექმნილი, ყვავილების ბუნებრივი ზღვა, რომელშიც “ჩაყვინთვა" ერთი სისმოვნება არის.




ლერწმის სალამურის მღვიმე

მსოფლიოს ულამაზესი ადგილები,  რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელია

დედამიწის ეს უმშვენიერესი ადგილი ჩინეთში მდებარეობს, გუანმინშანის მთის ფერდობზე, ქალაქ გუილინში. მღვიმეს ასეთი სახელი იმის გამო აქვს, რომ ის «ლერწმის სალამურის» საოცარი კლდის ფერდობზე მდებარეობს.



უიუნის მლაშობი

მსოფლიოს ულამაზესი ადგილები,  რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელიაეს ბოლივიაში მდებარე დამშრალი მარილიანი ტბის ფსკერი არის. ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ როდესაც წვიმა ომდის, მისი ზედაპირი წყლით იფარება და ყოფილი ტბის ადგილზე, მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის სარკე ჩნდება.


ხანგ სონ დონგის მღვიმე

მსოფლიოს ულამაზესი ადგილები,  რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელიაბუნების კიდევ ერთი საოცრება, ვიეტნამის ჯუნგლებში მდებარეობს და ის ყველაზე დიდი მღვიმეა მსოფლიოში. მისი სილამაზის და იმ ემოციის გადმოცემა, რომელიც მნახველებს ეუფლებათ, უბრალოდ შეუძლებელია. მღვიმის სიმაღლე, თითქმის, 240 მეტრია, ხოლო დერეფნების სიგანე – 100 მეტრი.

0
762
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
762
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0