x
image
ვიზა კოხაძე
სოფო ნიჟარაძე: - " შეგიძლიათ ჩემს დისკებს მოუსმინოთ, ბატონებო, რთული არ იქნება შედარება, შეადარეთ, თან ხარისხიან მუსიკასაც მოისმენთ!"


imageსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომღერალ სოფო ნიჟარაძის ხმით დაინტერესდა და ამის შესახებ თავად ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მომღერალმა სტატუსი დაწერა.აი, რას წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში: - " დღეს, საღამოს 9 საათსა და 30 წუთზე გაისმა ზარი ჩემს კარებზე, გავაღე კარი და დამხვდა უშიშროების სამსახურის ორი წარომადგენელი ახალი უწყებით ხელში, ხმის ნიმუშის ჩაბარებასთან დაკავშირებით.

ამაზე ცინიკური რა შეიძლებოდა ყოფილიყო? სიმღერა ხომ ამიკრძალეს, ახლა თურმე ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ჩემი ხმა აინტერესებთ, უშიშროების სამსახურია!

შეგიძლიათ ჩემს დისკებს მოუსმინოთ, ბატონებო, რთული არ იქნება შედარება, შეადარეთ, თან ხარისხიან მუსიკასაც მოისმენთ!"imageimageimageრამდენიმე დღის წინ მომღერალ სოფო ნიჟარაძისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.

"მიხეილ სააკაშვილი: მანდ სისხლის ღვრა იქნება, რომ იცოდე!

სოფო: რა პონტში, აქ, ჩვენთან?

მიხეილ სააკაშვილი: აბა...

სოფო: ხო, ალბათ იქნება

მიხეილ სააკაშვილი: სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო.

სოფო: ხო, მაგრამ რაღაცნაირად არის, პასიურობენ, ცოტა ეშინიათ

მიხეილ სააკაშვილი: ვის?

სოფო: ჩვენებს.

მიხეილ სააკაშვილი: ხო, ეს თავიდან ყოველთვის ასეა. რო იქნება, მერე ნახავ. ნოდარ მელაძე გახდება ფილდ-კომანდერი.

სოფო ნიჟარაძე: ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩაჯმული. სუნი ასდის შორიდან."

აღნიშნულის შესახებ მომღერალმა ყველაფერს ფაბრიკაცია უწოდა და დამონტაჟებულ სიყალბეზე სერიოზული კომენტარისგან თავი შეიკავა. აქვე დასძინა, რომ ნოდარ მელაძე მისი საუკეთესო მეგობარია და რომ სოფოს მელაძე ძალიან უყვარს და " ფსბ" - ს დამონტაჟებული სიყალბე და ფაბრიკაცია ნოდარ მელაძის ღირსებას არ შელახავს.

0
230
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0