x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
17 წლის რუსი გოგონა ეგვიპტის სასტუმროს აუზის წყლით დაორსულდა.

image
17 წლის გოგნა, რუსეთის მოქალაქე, ეგვიპტის ერთ-ერთი სასტუმროს აუზში წყლით დაფეხმძიმდა.

კიროვის მოქალაქე ქალბატონი სვეტლანა კ., რომელიც ტურისტული საგზურით შვილთან ერთად იმყოფებოდა ეგვიპტეში, აღშფოთებულია. ქალბატონმა სვეტლანამ Pesochnya.ru-ს რედაქციაში გააგზავნა წერილი, სადაც მან განაცხადა, რომ ცხელ ქვეყანაში სასტუმროს მომსახურე პერსონალის ცუდი მუშაობის გამო, მისი 17 წლის ქალიშვილი აუზის დაბინძურებული წყლით დაორსულდა.

"მე ყურადღებით ვადევნებდი თვალ-ყურს ჩემს გოგონას ანას, რათა მას რაიმე სახის რომანტიული ურთიერთობები არ გაება ადგილობრივ არაბებთან-წერს აღშფოთებული ქალბატონი-ერთი ნაბიჯითაც კი არ ვუშვებდი მას უჩემოდ სასტუმროში, თვითონ სასტუმროც მდებარეობდა დაახლოებით 10 კილომეტრში შარმ-ელ-შეიხიდან. იმის გამო, რომ იყო ზვიგენების საშიშროება, ჩვენ არ შევდიოდით ღია ზღვაში და მხოლოდ სასტუმროს აუზში ვცურავდით. მე მაშინვე მივაქციე ყურადღება იმას, რომ აუზში წყალი იყო დაბინძურებული და მასში უამრავი, არაევროპული წარმოშობის არაბი მამაკაცები ბანაობდნენ.

ეგვიპტიდან ორი კვირის დაბრუნების შემდეგ ორსულობის ტესტმა აჩვენა, რომ ჩემი ანა ფეხმძიმედ იყო."


სვეტლანა კ.-მ აღნიშნა, რომ მან ორსულობის ტესტი შვილს ეგვიპტეში გამგზავრებამდეც ჩაუტარა და პასუხი უარყოფითი იყო. თვითონ ანაც უარყოფს სესქსუალურ კონტაქტს ვინმესთან მოგზაურობისას და მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგაც.

"გამოდის, რომ არაბი მამაკაცები ეშმაკმა უწყის რით არიან დაკავებულები აუზში და ამით ვზარალდებით ჩვენ-რუსი ქალები! მე მაშინვე არ მომეწონა ეს აღმოსავლელი მამაკაცები, რომლებიც ვნებამორეულები აკვირდებოდნენ ჩემს შვილს. ის ხომ მხოლოდ 17 წლის არის! რა გავაკეთო ახლა არვიცი!"-წერს რედაქციისადმი გაგზავნილ წერილში სვეტლანა კ.

ახლო მომავალში ქალბატონი აპირებს, რომ შვილის ორსულობის გამო უჩივლოს სასამართლოში ეგვიპტის სასტუმროს და გააგრძელოს კონსულტაციები ექიმებთან ქალიშვილის ადრეული და არასასურველი ფეხმძიმობის გამო.


imageimageimageimage

3
1432
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1432
  
2015, 21 ნოემბერი, 19:03
სისულელეა,რუსები რო ვინმეს სისუფთავეზე მიუთითებენ რა.
2015, 11 ნოემბერი, 11:39
ჰო ვიცი ასეთი ისტორიები, "ზღვაში" რომ ორსულდებიან ... :D
0 1 3