x
image
K.P.
"ჩვენს გასეირნებას მოჰყვა დიდი ამბები"-რა მოხდა რეალურად გურამ შეროზიასა და ნინი ონიანს შორის

image
ორიოდე კვირის წინ სოციალურ ქსელში ქსელში სკანდალური ფოტო გავრცელდა, რომელზეც შიშველი გურამ შეროზია და ნინი ონიანი საწოლში ერთად ნებივრობენ. ახალი ჭორებიც აგორდა... როგორც გაირკვა ნინი და გურამი ფოტოზე ერთ-ერთი ფილმის გმირებს განასახიერებენ, რომელის ნახვაც ქართველ მაყურებელს სულ მალე შეეძლება. "ჩემი მეზობელია, ჩემს სადარბაზოში ცხოვრობს და ჩვენს გასეირნებას მოჰყვა დიდი ამბები. შეიძლება, ახლა ფოტო რომ ნახეს, ვიღაცეებს ეს ამბავი გაახსენდათ და იფიქრეს, ჩვენი ამბები გრძელდება"-განაცხადა გურმმა.

რაც შეეხება ფილმს, ის სულ რამდენიმეწუთიანია, თუმცა ქართულ რეალობას ასახავს:

"მოკლემეტრაჟიანი ფილმია, დაახლოებით 3 წუთამდე, უცებ სანახავი. ქართულ სტერეოტიპებზეა და კარგად ასახავს ქართული რეალობის მოძველებულ თემებს. . რა თქმა უნდა, ფილმი სააშკარაოზე გამოვა, ნახავს ყველა, ვისაც აინტერესებს, რადგან ის ემსახურება ვიღაცეების გონების განათებას, ვისთვისაც ვარ "სატანა", "ქართველთმოძულე"...image

შეგახსენებთ რომ, ნინი ონიანი, რომელსაც ქართველ სექსსიმბოლოდ მოიხსენიებენ ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. პროფესიით ფარმაცევტია. ბოლო კურსზე იყო, როდესაც ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მისი საქმე არ იყო. გოგონამ გადაწყვიტა თავი შოუბიზნესში დაემკვიდრებინა და სერიალ "დეტექტივებში" თამამი როლი შეასრულა. "იყო ისეთი სცენები სადაც შიშველი ვიყავი, მხოლოდ ტრუსები მეცვა. თავიდან მეგონა ვერ შევძლებდი. გავიცანი ის ადამიანი ვისთანაც უნდა მეთამაშა ეროტიული სცენა. ძნელია გადასაღებ მოედანზე შიშველი ყოფნა, როდესაც ამდენი ხალხი გიყურებს"-იხსენებს ნინი. გოგონა უკვე ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე, ის გადაცემა "ქალთა სახეები"-ის მსახიობია. ბევრს საუბრობდნენ ნინისა და მსახიობ გიორგი ვარდოსანიძის რომანზე, რაც უბრალოდ ჭორი აღმოჩნდა.image

3
2054
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2054
  
2015, 11 ნოემბერი, 20:10
არაფერს ;)
2015, 11 ნოემბერი, 16:40
მადლობა.. გადავრჩი :)
2015, 11 ნოემბერი, 15:25
სათაური შეასწორეთ, სანამ ჩამოუვლია ბოროტს.
0 1 3