x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ხასიათი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - თხის რქა, მერწყული, თევზები


image
თხის რქა -
სერიოზული, შრომისმოყვარე, დიდად გამძლე და

შეუპოვარი ადამიანია.თავშეკავებულია და ამაყი, თავის თავში ჩაკეტილი და უნდობი. ცივი გონების ადამიანი, ხელმომჭირნე, მკაცრი და ნაკლებ მოწყალე. ადვილად იცის პატიება. აფასებს ფულსა და მატერიალურ მდგომარეობას. დიდ ყურადღებას აქცევს გარეგნობას. შეიძლება იყოს ფილოსოფოსი და ენამახვილი ადამიანი, მუდამ ეგოისტური ნოტით. უყვარს სიმარტოვე და ძალიან პატივმოყვარეა. ამტანიანობის წყალობით ყოველთვის აღწევს წარმატებას.

მერწყული - გამჭრიახი, გამომგონებელი, იდეალისტი, გულჩვილი ადამიანია. ხშირად თავისებური, ახირებული, ექსცენტრიულიც კი.


არიან მეოცნებენი, მეგობრობაში ერთგული ადამიანები. გააჩნიათ ჯანსაღი სულიერი თვისებები. განათლებულები, წინდახედულნი არიან. აზროვნებენ ლოგიკურად. მათ ადამიანების უტყუარი შეცნობის უნარი აქვთ. ხშირ შემთხვევაში ნაკლებამტანიანები არიან და ახასიათებთ უცაბედი ცვალებადობისაკენ მიდრეკილება. გააჩნიათ საღი, გახსნილი გონება.


თევზები - არიან დამთმობები. ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. აქვთ სუსტი ნებისყოფა. გაურბიან გარკვეულ, აშკარა საქმიან ურთიერთობებს.

მგრძნობიარეები და მომთბენები არიან. ეტანებიან ყველა ძლიერი ნებისყოფის მქონეს და არ შეუძლიათ თავის წარმოჩენა. იზიდავთ ხელოვნება, აქვთ მუსიკის ნიჭი.

ეს მრავალმხრივი ნიჭის ადამიანები ფლობენ ცოცხალი წარმოსახვის უნარს და არიან მეოცნებენი.

0
1105
8-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი88
გიორგი88
1105