x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რომელი კბილის პასტაა ყველაზე კარგი? - ტესტირების შედეგები
image
არსებობს ფართო მოხმარების პროდუქტები, რომლებსაც იყენებს აბსოლუტურად ყველა, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, სოციალური მდგომარეობისა და ა.შ. ასეთ პროდუქტების მიეკუთვნება კბილის პასტაც. დღეს სამომხმარებლო ბაზარზე კბილის პასტის უამრავი არჩევანია, რაც საკმაოდ ართულებს არჩევანის გაკეთებას. ხშირ შემთხვევაში სტომატოლოგებიც ვერ იძლევიან გადაჭრით პასუხს შეკითხვაზე, თუ რომელი პასტის მოხმარება სჯობს. ეს გასაგებიცაა - მათ შეიძლება იმსჯელონს შეფუთვაზე მითითებული შემადგენლობის მიხედვით, მაგრამ შეუძლიათ კი დარწმუნებული იყვნენ იმაში, რამდენად კეთილსინდისიერად არის აღნიშნული შემადგენლობა ეტიკეტზე დატანილი?!


აქედან გამომდინარე ალბათ საინტერესო იქნება ყველაზე პოპულარული კბილის პასტების ლაბორატორიული ტესტირების შედეგები, რომლებიც რუსეთის მოხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ, "როსკონტროლმა" ჩაატარა.


კვლევა ჩატარდა შემდეგი მარკის პასტებზე:


1. R.O.C.S.


2. Blend-a-med

3. Colgate

4. Splat Professional Active

5. Lacalut Fluor

6. Aquafresh


რამდენად უსაფრთხოა მათი ქიმიური შემადგენლობა?

image

ამ შეკითხვაზე შეიძლება ერთმნიშვნელოვნად დადებითი პასუხი გაეცეს - ჩამოთვლილი მარკის კბილის პასტები სრულიად უსაფრთხოა, არც ერთ მოდელში არ გამოვლენილა მიკრობული დაბინძურება, არ შეიცავს ალერგენებს და არ გააჩნია გამაღიზიანებელი მოქმედება.


შედარებით დეტალურად ღირს შეჩერება პასტების შემადგენლობაში ისეთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტის არსებობაზე, როგორიცაა ფტორი. Colgate-ში ფტორის ფაქტიური შემცველობა 17%-ით ნაკლები აღმოჩნდა ეტიკეტზე მითითებულთან შედარებით. ეს არ არის სერიოზული დარღვევა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კარიესის საწინააღმდეგო და რემინერალიზაციის ეფექტი ამ მარკის პასტას მითითებულთან შედარებით ნაკლები ექნება.


საკმაოდ სერიოზული დარღვევა აღმოჩნდა Splat Professional Active-ის შეფუთვაზე: ტუბზე მითითებული იყო "არ შეიცავს ფტორს", ხოლო მუყაოს ყუთზე შემადგენლობის ჩამონათვალში ფტორი იყო. შემადგენლობაში ფტორის არსებობა ექსპერტიზამაც დაადასტურა. ამგვარი წინააღმდეგობრივი მარკირება საკმაოდ სერიოზული დარღვევაა.


წმენდს თუ არა კარგად?

image

ამ შეკითხვასაც დადებითი პასუხი შეიძლება გაეცეს: ტესტირებამ დაამტკიცა, რომ ყველა ჩამოთვლილ მარკას გააჩნია კარგი გამწმენდი მოქმედება და შეესაბამება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ და ჰიგიენურ მოთხოვნებს. უფრო მეტიც, Splat Professional Active-ის შეფუთვაზე გამწმენდი ეფექტურობის მაჩვენებლად მითითებული იყო 40, 3%, სინამდვილეში კი ამ მაჩვენებელმა 57%-ი შეადგინა.


ათეთრებს თუ არა?


ტესტირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ კბილის ემალის გათეთრებაზე სპეციალიზირებულ პასტებს. მაგრამ ზემოჩამოთვლილ კბილის პასტებს შორის გათეთრების ეფექტი მითითებული აქვსშემდეგ მარკებს: R.O.C.S., Blend-a-med და Splat Professional Active. თუმცა ეს უფრო მარკეტინგული სვლაა, ვიდრე რეალობა, რადგან არც ერთი მათგანი არ შეიცავს სპეციალურ მათეთრებელ კომპონენტებს. მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება მხოლოდ ემალის გაწმენდას ჭუჭყისა და ნადებისგან. მისი სრულფასოვანი გათეთრება კი მხოლოდ სტომატოლოგთან ვიზიტის შედეგადაა შესაძლებელი.


გემო


რა თქმა უნდა, კბილის პასტას კოვზით არავინ ჭამს, მაგრამ სიცოცხლის მანძილზე საშუალოსტატისტიკური ადამიანი თავისდაუნებურად ყლაპავს 5 კგ.-მდე ამ ჰიგიენურ საშუალებას. ამასთან, ძნელია 2-3 წუთის მანძილზე იწმინდო კბილები პასტით რომლის გემოც საშინლად არ მოგწონს. ამიტომ სხვა ელემენტებთან ერთად, ტესტირების პროცესში მოხდა კბილის პასტების "დეგუსტაციაც", რომელშიც უბრალო მომხმარებლები ჩართეს. საყოველთაო აზრის მიხედვით, ყველაზე სასიამოვნო გემოსი და არომატის აღმოჩნდა Blend-a-med. მეორე ადგილი დაიკავა Colgate-მა; უკანასკნელ პოზიციაზე კი აღმოჩნდა R.O.C.S.


ქვემოთ გთავაზობთ თითოეული მარკის პასტისთვის უფრო დეტალურ შედეგებს:



1. Lacalut (78 ქულა)

image

იგი გამოირჩევა საკმაოდ მაღალი ფასით, თუმცა არც ხარისხი ჩამორჩება, შეიცავს საკმაო რაოდენობით ფტორს და გემოც სასიამოვნო აქვს.


2. Blend-a-med (77 ქულა)

image

Blend-a-med-მა მაღალი პოზიციები დაიკავა საგემოვნო თვისებებისა და გაწმენდის ეფექტის მხრივ. ამას გარდა, მასში დიდი რაოდენობით ფტორი შედის - ამგვარი პასტა განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც ისეთ ადგილებში ცხოვრობს, სადაც წყალში ფტორის რაოდენობა არასაკმარისია.


3. R.O.C.S. (75)

image

ძვირადღირებული, მაგრამ ხარისხიანი კბილის პასტაა. არ შეიცავს ფტორს, ამიტომ რეკომენდებულია ისეთი რეგიონების მოსახლეობისთვის, სადაც წყალში დიდი რაოდენობით ფტორია.


4. Aquafresh (70 ქულა)

image

აქვს კარგი გამწმენდი მოქმედება და სასიამოვნო გემო. შეიცავს საკმაო რაოდენობით ფტორს, თუმცა მისი ფაქტიური შემცველობა ეტიკეტზე მითითებულითან შედარებით 3, 5%-ით ნაკლებია.


5. Colgate (71 ქულა)

image

აქვს სასიაოვნო გემო, არომატი და კარგი გამწმენდი თვისებები, მაგრამ ფტორის ფაქტიური შემცველობა შეფუთვაზე მითითებულთა შედარებით 17%-ით ნაკლებია.


6. Splat Professional (66 ქულა)

image

არა აქვს სასიამოვნო გემო, მაგრამ კარგად წმენდს კბილის ემალს. ექსპერტებმა აღმოაჩინეს შეუსაბამობა ტუბზე მითითებულ და ყუთზე მითითებულ შემადგენლობებს შორის, რაც დარღვევად ითვლება.


0
4436
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0