x
რუსეთი ირანს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა C-300-ს მიაწვდის

imageრუსეთი ირანს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა C-300-ს მიაწვდის. როგორც სააგენტო "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია "როსტეხ"-ის ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა. მხარებმა შესაბამის კონტრაქტს მოაწერეს ხელი და ის ძალაში უკვე შევიდა.
რუსეთმა და ირანმა ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსების მიწოდებაზე კონტრაქტს 2007 წელსაც მოაწერეს ხელი. თუმცა, 2010 წელს, გაეროს მიერ დაწესებული სანქციების გამო, მოსკოვმა კონტრაქტის შესრულება შეაჩერა. საპასუხოდ, ირანმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
მიმდინარე წლის აპრილში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანისთვის C-300-ების მიწოდებაზე აკრძალვა გააუქმა.

0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0