x
image
პროფესორი
92 წლის შიმონ პერესის სიტყვები, რომელმაც სამყარო შეძრა

image

ისრაელის მეცხრე პრეზიდენტმა წარმოთქვა მოტივაციის მომცემი სიტყვები YES-ში, რომელიც კიევში გაიმართა.მან ისაუბრა სიზარმაცეზე, სიმამაცეზე და ბევრ სხვა ცხოვრებისეულ საკითხებზე:

"ჩვენ ვოცნებობდით ჩვენს მიწაზე, მაგრამ მიწა რომელიც ჩვენ გვერგო არ იყო საოცნებო. ეს იყო რაღაც პატარა ნაგლეჯი მიწისა აღმოსავლეთში.ეს იყო მოუვლელი მიწა.იქ იყო ჭაობები და კოღოები.იყო ორი ტბა ერთი მკვდარი, მეორე მომაკვდავი.იყო განთქმული მდინარე, მაგრამამ მდინარეში წყალი არ იყო.ბუნებრივი რესურსები არ არსებობდა არავითარი.არც ოქრო ანნავთობი.აღმოსავლეთში არსებობს ქვეყნების ორი ტიპი: ნავთობის ქვეყნები და წმინდა ქვეყნები“ ჩვენი ქვეყანა კი – აბსოლიტურად წმინდა იყო, რამეთუ არაფერი არ ჰქონდა.

ჩვენ ვიყავით მარტონი, არ გვყავდა მეზობლები ან მოკავშირეები ან ძმები ისტორიულად, ეს ყველაფერი ხდებოდა ჰოლოკოსტის შემდგომ.რა გვექნა არ ვიცოდით.

ხალხი მეკითხება"როგორ გავხდეთ აქტიურები"?ეს ძალიან ადვილია, გაითვალისწინე შენი აზროვნების ოცნებები და ცოდნა.თუ შენი ოცნებები დიდია მეტს მიიღებ-შესაბამისად ახალგაზრდა ხარ.

ჩვენ ყველა გავხდით მეცნიერები, ყველა ებრაელმა ფერმერმა დაიწყო განვითარება.განვავითარეთ სოფლის მეურნეობა, დავიწყეთ წყლის გამტკნარება.მაშინ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი და ჩვენ ვცდილობდით ჩაგვეტარებინა ირიგაცია.ცხელი წყლით ვრწყავდით ხეებს და გვეგონა რომ ისინი ასე უკეთ გაიზრდებოდნენ. ჩვენდა გასოცრად, გაირკვა, რომ სოფლის მეურნეობა დაფუძნებული არამხოლოდ ნიადაგზე, არამედ ჰაი-ტექზე დაფუძნებულიც მუშაობდა.ჩვენ დღეს საკმარისი წყალი გვაქვს.ჩვენ ვეძებდით ბოსტნეულს, რომლებიც ცოტა წყალს სვამენ და დავიწყეთ სელექცია. აი თქვენ ნამდვილი საიდუმლო: მომავლისთვის უფრო მნიშვნელოვანია არა ის, რაც თქვენ აღმოაჩინეთ, არამედ ის, რასაც თქვენ აწარმოებთ.

image

ჩვენ არ გვქონდა იარაღი, არ გვყავდა გენერლები, მხოლოდ 450 000 ვიყავით.ფაქტიურად ომი გვიახლოვდებოდა.რა უნდა გვექნა?2 რამე:

1.ხალხი უნდა გმხდარიყო ჭკვიანი და მამაცი-მათ უნდა შეეგნოთ, რომ თუ ჩვენ წავაგებდით წავაგებდით ყველა.

2.ჩვენ დავიწყეთ იარაღის წარმოება.არმიის გასაძლიერებლად განვავითარეთ IT.

რატომ გეუბნები ამას?ახალგაზრდებო თქვენ გაქვთ მეტი და შეგიძლიათ მეტი, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.ნუ იქნებით ზარმაცნი.შენ შეგიძლია გამოიმუშავო ის რაც შენ არ გაქვს ესაა გაკვეთილი.

უკრაინას მნიშვნელოვანი ქვეყანაა სოფლის მეურნეობისთვის.თქვენ შეგიძლიათ ხალხის რესურსები და ტალანტი გააერთიანოთ და ისე მოახდინოთ მოდერნიზირება.

პოტენციალი დიდი გაქვთ, მაგრამ ცოტათი ზარმაცები ხართ.თუ გინდა რამეს მიაღწიო უნდა იმუშაო.ციდან არაფერი ცვივა.ისრაელში ძალიან ძლიერად ვმუშაობდით.ხალხი შვებულებაში გადის ეს დროის ფუჭი ხარჯვაა.მე მეუბნებიან:"შენ გიჟი ხარ?როგორ ისვენებ?მე ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს, პასუხი ესაა.

ხალხი წარსულს იხსენებს და მას ემორჩილება-ესაა ყველაზე დიდი შეცდომა.რა გინდა რომ გახსოვდესშეცდომები, რომლებიც უკვე დაუშვით?!მე მეკითხებიან რა იყო შენიყველაზე დიდი შეცდომა წარშულში?მე კი ვპასუხობ:ჩვენ ვფიქრობდით, რომ ჩვენ გვქონდა დიდი ოცნებები და ეხლა ჩვენ მივხვდით რომ ეს სულაც არ იყო დიდი ოცნებები.რამდენადაც მეტად იოცნებებ, იმდენადვე მეტს მიაღწევ.

თქვენი ახალი თაობა ბრწყინვალეა, მაგრამ რაც მე მაბრაზებს მათში, რომ მათ სძულთ პოლიტიკოსები. ისინი ამბობენ: პოლიტიკა კორუმპირებულია.ის არაა ჩვენთვის. მე ვპასუხობ: თქვენ გინდათ წესიერი პოლიტიკა? წადით პოლიტიკაში და თქვენ გააკეთეთ წესიერი პოლიტიკა.

ისტორიკოსების მეფეების და ხელისუფალთა მაცნეები იყვნენ ისინი იმას ამბობდნენ რაც მათ აწყობდათ.

ეს ის გაკვეთილებია რაც წარსულიდან ვისწავლე.

0
607
2-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
607
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0