x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ვინ იყო ნიცშე?

image


ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე - XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი. ის წერდა კრიტიკულ წერილებს რელიგიაზე, სიკვდილზე, თანამედროვე კულტურაზე და მეცნიერებაზე მეტაფორებისა და აფორიზმების გამოყენებით.









ნიცშე დაიბადა 1844 წლის 15 ოქტომბერს, პატარა ქალაქ როკენში, საქსონიის პრუსიულ მხარეში. სახელი მას პრუსიის მეფის - ფრიდრიხ უილიამ IV-ის საპატივსაცემლოდ დაარქვეს, რომელიც ამ დღეს 49 წლის ხდებოდა. მამა კარლ ლუდვიგ ნიცშე (1813-1849) იყო ლუთერანი მღვდელი და ყოფილი მასწავლებელი, ხოლო დედას - ფრანცისკა ოელერს (1826-1897) ყავდა კიდევ ორი შვილი: გოგონა - ელისაბედი და ბიჭი - ლუდვიგი. ნიცშეს მამა გარდაიცვალა ტვინის დაავადებით 1849 წელს, ხოლო ერთი წლის შემდეგ - 1850 წელს გარდაიცვალა მისი ძმა. ოჯახი გადასახლდა ნაუმბურგში, სადაც ცხოვრობდა ბებიასთან და მამის ორ გაუთხოვარ დასთან ერთად. ბებიის სიკვდილის შემდეგ 1856 წელს, ოჯახი დაუბრუნდა სახლს.
ნიცშე შევიდა ვაჟთა სკოლაში, შემდეგ კი გადავიდა კერძო სკოლაში სადაც დაუმეგობრდა გუსტავ კრუგს დაუილჰემ ფინდერს - პატივსაცემი ოჯახების შვილებს. მას შემდეგ რაც მან გამოავლინა სპეციფიური ტალანტი მუსიკასა და ენაში, მსოფლიოში აღიარებულმა საეკლესიო სკოლამ მიიღო ის მოსწავლედ. იქ ის დამეგობრდა პოლ დოუსენთან და კარლ ფონ გერსდორფთან. აქ მან აღმოაჩინა, რომ დრო მოქმედებდა ლექსებზე და მუსიკაზე. საეკლესიო სკოლაში ის გაეცნო ძველ რომაულ და ბერძნულ ლიტერატურას და ცხოვრებაში პირველად იგრძნო თავის დაშორება თავის ოჯახთან და პროვინციალურ გლეხურ გარემოცვასთან.
1864 წელს ნიცშემ დაიწყო თეოლოგიისა და კლასიკური ფილოლოგიის შესწავლა ბონის უნივერსიტეტში. ცოტა ხნის შემდეგ ნიცშე და დოუსენი გახდნენ სტუდენტური გაერთიანების წევრები. ნიცშე თოთხმეტი წლის იყო, როდესაც რწმენა დაკარგა და მასზე არავის მოუხდენია გავლენა ამ მხრივ. მის გადაწყვეტილებაზე შეიძლება იმანაც იმოქმედა, რომ ამ დროს ის კითხულობდა დევიდ შტრაუსის “ქრისტეს ცხოვრებას”, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ნიცშეზე, მაგრამ უკვე 1862 წელს “ბედი და ისტორიაში“ წერდა, რომ ისტორიული გამოკვლევები დისკრედიტაციას უწევდა ქრისტიანობის ძირითად სწავლებას.
ნიცშე კონცენტრირდა ფილოლოგიის შესწავლზე, რომელსაც მას უკითხავდა პროფესორი ფრიდრიხ უილჰემ რითშელი, ხოლო შემდეგ წელს ის გადაყვა პროფესორს ლაიპციგის უნივერსიტეტში. იქ ნიცშე გახდა თანაკურსელი ერვინ როდეს ახლო მეგობარი. მალევე გამოჩნდა ნიცშეს პირველი ფილოლოგიური პუბლიკაციები.
1865 წლისთვის ნიცშეს უკვე ბოლომდე ჰქონდა შესწავლილი არტურ შოპენჰაუერის ნაშრომები. 1866 წელს წაიკითხა ფრიდრიხ ალბერტ ლანგეს “მატერიალიზმის ისტორია”. ორივე ავტორმა იქონია გავლენა მასზე. შოპენჰაუერმა განსაკუთრებით იმოქმედა მის შემდგომ აზროვნებაზე. ხოლო ლანგეს აღწერამ კანტისარამატერიალისტური ფილოსოფიის, ევროპული მატერიალიზმის აღმასვლამ, ევროპის დაინტერესებამ მეცნიერებაში, დარვინის თეორიამ და საერთო პროტესტმა ტრადიციებისადმი ძალიან დააინტრიგა ნიცშე. ხოლო მისი კულტურული გარემოცვა კარნახობდა მას გაეფართოებინაფილოლოგიის ცოდნა და ფილოსოფიური გამოკვლევა გაეგრძელებინა.



რითშელის ხელშეწყობით ნიცშემ მიიღო შესანიშნავი შემოთავაზება, გამხდარიყო კლასიკური ფილოლოგიის პროფესორი ბაზელის უნივერსიტეტში. ამ დროს ის მხოლოდ 24 წლის იყო. ის დათანხმდა. ბაზელში გადასვლამდე ნიცშემ უარი თქვა პრუსიის მოქალაქეობაზე და დარჩენილი წლები ოფიციალურად ის არ იყო არც ერთი ქვეყნის მოქალაქე.
მაგრამ 1870-1871 წლებში, პრუსია-საფრანგეთის ომის დროს, ის მსახურობდა პრუსიის მხარეს, როგორც სანიტარი. ამ ცოტა ხნის განმავლობაში მან გამოცადა ბევრი და ომის მწვავე შედეგების მოწმე გახდა. მას ასევე შეეყარა დიფტერია და დიზენტერია. ვოლტერ კაუფმანი ფიქრობს, რომ ამ დროს სიფილისითაც იყო დაავადებული და ზოგიერთი ბიოგრაფი თვლის რომ სიფილისმა გამოიწვია მისი სავარაუდო სიგიჟე, მაგრამ ეს მაინც საკამათოა. 1870 წელს დაბრუნდა ბაზელში, სადაც სკეპტიკურად უყურებდა გერმანიის იმპერიის დაარსებას და ოტო ფონ ბისმარკის ერას. უნივერსიტეტში მან თავისი პირველი ლექცია წაიკითხა “ ჰომეროსი და კლასიკური ფილოლოგია”. ასევე ის შეხვდა თეოლოგიის პროფესორს, ფრანც ოვერბექს, რომელთანაც მეგობრობდა მთელი ცხოვრება. აფრიკამ სპირი, ნაკლებად ცნობილი რუსი ფილოსოფოსი, ავტორი ნაწარმოების “ფიქრი და რეალობა” (1873) და მისი კოლეგა, ისტორიკოსი ჯაკობ ბურქჰარდთი - ნიცშე ხშირად აკვირდებოდა მათ ლექციებს, და ეს ლექციები ახდენდა მასზე გავლენას.



ღმერთის სიკვდილის თემას ნიცშეს ფილოსოფიაში შემოაქვს ღრმა ტრაგიკული მოტივები, იდეალური სამყარო დაინგრა - ეს ნიშნავს იმას რომ კაცობრიობას გამოეცალა საყრდენი, ადამიანი რჩება ორიენტირების გარეშე, ის რჩება თავისი თავის ანაბარა, ადამიანმა აღარ იცის თუ რისთვის ცხოვრობს, საით მიდის, არ იცის რით გაამართლოს თავისი მოქმედება და აზროვნება, მას ეუფლება მარტოობის, უპერსპექტივობის, უიმედობის გრძნობა, მრავალი საუკუნის განამვლობაში კაცობრიობა ღმერთს იყო მინდობილი, მას ესმოდა სიკეთის, ჭეშმარიტებისა და მშვენიერის აზრი, მისი არსებობა განათებული იყო ღვთაების შუქით, ის მისდევდა იდეალური სამყაროს იმპერატივებს, ამით ენიჭებოდა მის სიცოცხლეს ღირსება და კეთილშობილება, მან იცოდა რისთვის ცხოვრობა და რისი იმედი უნდა ქონოდა, ღმერთი მოკვდა, ღმერთის არსებობით გამართლებული ღირებულებები, რომელთაც ადამიანი აქამდე ათაყვანებოდა, კარგავენ თავის ფასს, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ კართან მომდგარია "ყველა სტუმართაგან ყველაზე შემზარავი" - ნიჰილიზმი. ნიჰილიზმის აღმოცენება ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი ღირებულებები უფასურდებიან, მიზანი დაკარგულია, აღარ არის პასუხი კითხვაზე, "რატომ" ნიჰილიზმი, ნიცშეს მიხედვით, არის "არას" თქმა ყველაფერზე, რაც ძველად აზრს აძლევდა სამყაროს და ადამიანის სიცოცხლერს. ნიჰილიზმში, მაგალითად, ვლინდება იმედის გაცრუება, ოპტიმიზმით სავსე შეხედულებათა მიმართ, რომლებიც ქადაგებდნენ, რომ სამყაროს ქმნადობაში ხორციელდება მაღალი მიზანი, რომ სამყაროსეული პროცესი არის მოძრაობა უმაღლესი ზნეობრივი კანონის რეალიზაციის სიყვარულის ზრდის, საყოველთაო ბედნეირებასთან მიახლოვების გზით: ნიჰილიზმის ფორმაში ევროპა საბოლოოდ ეთხოვება საზოგადოების პროგრესის ძველ რწმენას, რომლის თანახმად უმაღლესი სიკეთე თუ ბედნიერება ფატალური აუცილებლობით იკვალავს გზას კაცობრიობისისტორიაში.






0
356
1-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0