x
image
პროფესორი
თვითმკვლელი ტერორისტის მსხვერპლი კაპრალი

ბორისს მეუღლე და 11 თვის ვაჟი დარჩა.ავღანეთამდე 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა.სატანკო ბატალიონში მსახურობდა. ომის დროს დაიჭრა კიდეც. აფეთქების დროს ორი თანამებრძოლი მკლავებში ჩააკვდა. ტრაგედიებმაც ვერ დააბნია და ვერ გატეხა.


"რამდენიმე წლის შემდეგ ავღანეთში გაიწვიეს, უკანასკნელად დაგვემშვიდობა, თითქოს რაღაცას გრძნობდა... მაგრად
ჩაგვიკრა გულში მშობლები, ძმა და ცოლ-შვილი“.

ბორისის დედა მოგვიანებით გაიხსენებს, რომ შვილის დაღუპვის ღამეს
მოუსვენრობამ შეიპყრო, ვერ მშვიდდებოდა და მხოლოდ ბორისზე ფიქრობდა. ის
ღამე საბედისწერო აღმოჩნდა ავღანეთში მყოფი ქართველებისთვის.მორიგეები
შემოვლაზე ყოფილან, როცა უეცრად თვითმკვლელი ტერორისტი შევარდნილა
ნაწილში.აფეთქების ხმა და შვიდი ქართველი ჯარისკაცის სხეულის
დასახიჩრებული ნაწილები აქეთ-იქით ეყარა.
ბორის ცუგოშვილი და კიდევ ექვსი ქართველი ვაჟკაცი მთელმა საქართველომ დაიტირა.


სახელი: ბორის
გვარი: ცუგოშვილი
დაიბადა: 1984 წ.
გარდაიცვალა: 2013 წ.

image

0
432
8-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
432
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0