x
image
პროფესორი
ვინ იყო ლავრენტი ბერია

ამ პოსტში შემოგთავაზებთ ლავრენტი ბერიას ნამოქმედარს, რა
თქმა უნდა ისტორიას ვერ შემორჩა ბევრი საქმენი, მაგრამ დავეყრდნოთ ფაქტებს და მოსაზრებებს.

ბერია გლეხის ოჯახში დაიბადა, სოხუმის ერთ-ერთ სოფელში.ასევე
არსებობს ჭორი რომ ის სხვისი შვილია გვარად კვარაცხელიასი და მას სახლი ჰქონდა წალენჯიხის
ერთ-ერთ სოფელში, თუმცა ეს დაუზუსტებელი ფაქტია.

ბერიამ თავის ბოლშევიკურ კარიერაში ძალიან დიდ წარმატებას
მიაღწია.მას უწოდეს “საერთაშორისო იმპერიალიზმის აგენტი”.ბერიას კარიერული ზრდა მაშინ დაიწყო, როცა
მან სტალინს გაუგზავნა პოლიტიკური ტრაქტატი ბაქოში საბჭოთა სამხედრო დაზვერვის შექმნის თაობაზე.მანამდე ბაქოს რესპუბლიკა თურქულ-აზერბაიჯანული ჯარების ზეწოლის ქვეშ მოხდა და იგი მუსავატელთა (აზერბაიჯანის) აგენტი გახდა, რომელიც
ბოლშევიკებს ინფორმაციას აწვდიდა.ის სტალინის მნიშვნელოვანი იფორმატორიც, “მარჯვენა ხელიც“ გახდა, ამას ისიც მოწმობს რომ ის სტალინთან წინასწარი
მოხსენების გარეშეც შედიოდა.ის იყო პირველი გამომძიებელი საგანგებო კომისიისა ეგრეთწოდებული
ჩეკასი.მან შექმნა ე.წ. СМЕРШ-ი (სიკვდილი ჯაშუშებს).

იალტის კონფერენციაზე რუზველტის შეკითხვას: „ვინ არის ბერია?“ - სტალინმა უპასუხა: „ის ჩვენი გიმლერია“. თუმცა მასობრივ რეპრესიებში მისი მონაწილეობის მასშტაბი ჯერ კიდევ დისკუსიის საგანია.

ბერიას და სტალინის სახელთანაა დაკავშირებული მრავალი დახვრეტა და გადასახლება, ათასობით
შეკერილი საქმენი.

ასევე ცნობილია რომ ბერიას დიდად უყვარდა სუსტი სქესის წარმომადგენლები, ბერიას მიერ ჩადენილი მრავალრიცხოვანი გაუპატიურების შესახებ ჭორები მრავლად დადიოდა თითქოს და მისი ხელქვეითები ქუჩაში იტაცებდნენ ქალებს და მასთან აგარაკზე მიჰყავდათ. ცნობილი საბჭოთა მსახიობი, ტატიანა ოკუნევსკაიაც, იხსენებს რამდენიმე შემთხვევას თავისი მემუარების წიგნში. ნინა ჟვანიაზე დაქორწინებულ ბერიას, 16 წლის ლილია დროზდოვა შეუყვარდა, ვისგანაც მას ქალიშვილი შეეძინა. ბერიას დახვრეტის შემდეგ, თავის გადარჩენის მიზნით (დროზდოვას შემდეგ ბერიას პრაქტიკულად ორი ოჯახი ჰყავდა), დროზდოვამ განაცხადა, რომ იგი ბერიამ გააუპატიურა. ასეთი ფაქტებისა და განცხადებების შემდეგ ძნელია ჭეშმარიტების დადგენა - ბერიას თავგადასავლებში რომელია ტყუილი და რომელი - მართალი.

ასევე როგორც ცნობილია მან შეუქმნა რუსეთს ატომური ბომბი.ომის წლებში ბერია, თავისი ძირითადი საქმიანობის გარდა, კურირებდა მრეწველობასა და ტრანსპორტს. მან არც თუ მცირე როლი შეასრულა სამრეწველო ობიექტების აღმოსავლეთში ევაკუაციისას.

ისტორიკოსთა უმეტესობა იმ აზრისკენ იხრება, რომ სტალინის მკვლელობა ბერიას შეთმულების ნაწილი იყო.რადგან
სტალინი ელიტის წმენდას გეგმავდა:“მეგრელთა საქმე“.ეს იქნებოდა ბერიას სიკვდილის მიზეზი.ეს
რა თქმა უნდა ვარაუდია.

1953 წლის 23 დეკემბერს ლავრენტი ბერიას სიკვდილით დასჯა შეუფარდეს და საჰაერო თავდაცვის სამინისტროს შტაბის ბუნკერში, ქვეყნის გენერალური პროკურორის რუდენკოს თვალწინ დახვრიტეს.
არსებობს სხვა ვერსიაც, რომელსაც ბერიას ვაჟი სერგო და სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა ავრცელებენ. მათი მტკიცებით არანაირი მინისტრთა საბჭოს სხდომა არ ყოფილა. ლავრენტი ბერია, საკუთარ სახლში, დაკავებისას ატეხილი სროლისას მოკლეს.

ერთი გორელი ბიჭი გახლდათ,
მეორე _ მერხეულელი. არც ერთი და არც მეორე არ იყო თავადაზნაურული წარმოშობის. უბრალო, მშრომელი ოჯახებიდან გამოვიდნენ. ამ ორმა ადამიანმა, მსოფლიო საფუძვლიანად შეცვალა, ოღონდ არა საქართველოს
საკეთილდღეოდ სამწუხაროდ ჩემი აზრით.


მინაწერი:გაირკვა, რომ ლავრენტი ბერია დღიურებს წერდა. მისი სიკვდილიდან ნახევარი
საუკუნის შემდეგ რუსმა ისტორიკოსმა და პუბლიცისტმა სერგეი კრემლევმა საბჭოთა
კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის საიდუმლო დღიურები სამტომეულის სახით გამოაქვეყნა.
პირველი ტომი - „სატლინს ცრემლების არ სჯერა“
1937-1941 წლის პერიოდს მოიცავს,

მეორე ტომი - „ მეორე ომს ვეღარ გადავიტან“
1941-1945 წლების ჩანაწერებია,

მესამე ტომში - „ატომური ბომბით ვცხოვრობთ“
1946—1953 წლების დღიურები შევიდა.
გთავაზობთ
ერთ-ერთ ამონაწერს:

არასოდეს ვფიქობდი რომ დღიურებს დავწერდი, მაგარმ ვიღაცას ხომ უნდა ველაპარაკო. ნინოსთანაც(ბერიას მეუღლე) არ შემიძლია დალაპარაკება. როცა ჩათლახები მართავდნენ
საშინელება იყო, მაგრამ კობა ჩემში დარწმუნდა, ძალაუფლება მომცა და
საქართველო ისე წავწიე წინ, აბა ვინმე დამეწიოს ამაში. ყველაფერი დალაგდა და
ახლა გადადექი და მოსკოვში წამოდი - ჯაშუშები დაიჭირეო. ბევრი ხლაფორთი და ცოტა სიამოვნებაა.

როგორც პირადად ვიცი მეტრო საქართველოში ბერიას გაყვანილია.

თუ რამე ინფორმაციას ფლობთ შეგიძლიათ კომენტარებში განმანათლობთ.

image

7
3250
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
3250
  
2019, 5 იანვარი, 12:36
გუჯა მე როგორც ვიცი დადასტურებული არაა გვარი,მაგრამ გამიგია რომ კვარაცხელიებში იზრდებოდა და მთელი ცხოვრება ზრუნავდა ამ ოჯახის თავი მასზე(სახელი არ მახსოვს)

რა წიგნია გუჯა ეგ?საინტერესო იქნება,მაგარი რამესთვის მიგიგნია.
2019, 5 იანვარი, 12:25
ბერია სინამდვილეში კვარაცხელია იყო, ეს დადასტურებული ფაქტია. უძლიერესი მენეჯერი, რომ იყო ისედაც ჩანს. დაქცეული სსრკ-ს წარმოება უსწრაფესად გადააწყობინა გერმანიიდან ჩამოტანილი გერმანული ქარხნებით.
ტაგანროგის საავიაციო ქარხნის ევაკუაცია საქართველოში და თბილისის ავიამშენებელი ქარხნის ამუშავებაც მისი დამსახურებაა,
ბერიას უახლოესი მეგობრის ბაგიროვის მემუარებში ასეთ რამეს გადავაწყდი: "ლავრენტი პავლოვიჩმა რამდენიმე მეგრული სიტყვა მასწავლა, მის სასამართლოზე ბრალდებული იმდენად შორს იჯდა ბადრაგს შორის მისი ამოცნობა ოჯახის წევრებს გაუჭირდებოდათ.
დიდი ხნის დაკვირვების მერე, ვინაიდან ბრალდებული მართალია ჰგავდა ლავრენტი პავლოვიჩს, მაგრამ მიხვრამოხვრა სრულიად განსხვავებული ჰქონდა დავუძახე ლავრენტი პავლოვიჩის ნასწავლი სიტყვები: მუჭო რექ წიე? სამჯერ დავუძახე, სანამ მოსამართლემ შენიშვნა არ მომცა. ბრალდებულს არანაირი რეაქცია არ ჰქონია ჩემს დაძახებებზე. მაშინ მივხვდი, რომ განსასჯელის სკამზე იჯდა არა ლავრენტი პავლოვიჩი, არამედ პროფესიონალი მსახიობი, რომელიც გრიმით ისე იყო დამუშავებული შორიდან ლავრენტი პავლოვიჩისაგან ვერ გაარჩევდი".
2019, 5 იანვარი, 12:05
შესანიშნავია
2019, 5 იანვარი, 9:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 9 ნოემბერი, 14:43
ბერია არ აუყვანიათ და მით უფრო არ დაუხვრეტიათ, დაიღუპა ორმხრივი სროლის შედეგად-ეს სიტყვები ლავრენტის შვილს და ლავრენტის მეგობარს გვარად ბაგიროვს ეკუთვნის.
2015, 8 ნოემბერი, 20:44
" ნინა ჟვანიაზე დაქორწინებულ ბერიას, 16 წლის ლილია დროზდოვა შეუყვარდა, ვისგანაც მას ქალიშვილი შეეძინა. "– აი, აქამდე წავიკითხე , ეს იდიოტური სტატია
0 1 7