x
უკრაინელი დეპუტატი - საქართველო უფრო ადრე მიიღებს უვიზო რეჟიმს, ვიდრე უკრაინა

imageუკრაინის რადას ევროინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის თამვჯდომარის, ირინა გერაშენკოს განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი საქართველო გაცილებით ადრე მიიღებს, ვიდრე უკრაინა. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
"ექსპერტების აზრი უვიზო რეჟიმის პერსპექტივის შესახებ შემდეგია: კონსერვატიულმა მოლდოვამ და საქართველომ ყველა აუცილებელი კანონი მიიღო. როგორც ჩანს, ქართველები უვიზო რეჟიმს უფრო სწრაფად მიიღებენ, ვიდრე უკრაინელები და ამაში დამნაშავე იქნება მხოლოდ უკრაინის ხელისუფლება და უპირველეს ყოვლისა უმაღლესი რადა", - წერს გერაშენკო.
რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უმაღლესი რადას დეპუტატები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ პარლამენტში კანონპროექტების პაკეტებს, რომელთა მიღებაზეა დამოკიდებული უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტა ევროკავშირის მხრიდან.

0
85
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0