x
ეშტონ კარტერი რუსეთს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშულებს

imageამერიკის თავდაცვის მდივანი, ეშტონ კარტერი რუსეთს ადანაშაულებს, რომ "ბირთვულ იარაღს აჟღარუნებს", ასევე ცდილობს შეცვალოს არსებული მსოფლიო წესრიგი და დაარღვიოს სტრატეგიული სტაბილურობა.
"რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ჟღარუნი ყველაზე მეტად იწვევს აღელვებას და კითხვებს წარმოქმნის, რუსეთის ლიდერების მიერ ვალდებულებების შესრულების საკითხში სტრატეგიულ სტაბილურობასთან დაკავშირებით, მათ მიერ ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის ნორმების პატივისცემაზე", - განაცხადა პენტაგონის ლიდერმა კალიფორნიის შტატში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ეშტონ კარტერმა რუსეთი უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაში და ბალტიის ქვეყნების დაშინებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაციაში, სირიაში არსებულ კონლიქტს "ცეცხლზე ნავთს ასხამს".
"ჩვენ არ ვისწრაფვით "ცივი ომისკენ", მითუმეტეს ცხელი ომისკენ რუსეთთან. არ გვსურს, რომ რუსეთი ჩვენი მტერი იყოს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ შეცდომები: აშშ დაიცავს საკუთარ ინტერესებს, თავისი მოკავშირეების ინტერესებს, პრინციპულ საერთაშორისო წესრიგს", - განაცხადა კარტერმა.
მისი თქმით, არც რუსეთს და არც ჩინეთს ამ წესრიგის შეცვლა არ შეუძლიათ, მაგრამ ცალკეულ საკითხებში გამოწვევები ხდება.
თავდაცვის მდივნის განცხადებით, რუსეთისგან წამოსული მუქარები, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, აშშ-ს აიძულებს საკუთარი ბირთვული ძალებისა და შეიარაღების სხვა სახეობების მოდერნიზება განახორციელოს.
"ჩვენ ინვესტიციებს ვდებთ ტექნოლოგიებში, რომელიც წინაააღმდეგობას გაუწევს რუსეთის პროვოკაციებს, კერძოდ, ახალ უპილოტო სისტემებში, ახალ დიდი მანძილის ბომბდამშენებში და ინოვაციურ ტექნოლოგიებში", - აცხადებს კარტერი.
პენტაგონის ლიდერმა ჩინეთი დაადანაშაულა - "მზარდ ამბიციებში", სამხედრო ძლიერების გაზრდაში და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარაში.

0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0