x
image
სი
სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა A400M-მა ყველგანმავლის თვისებები შეიძინა

imageტურბოხრახნიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი A400M, რომელსაც კომპანია Airbus Military უშვებს, ახლა უკვე გრუნტიან და ბალახიან მინდვრებზე დაშვებაზე და აფრენაზე არის სერტიფიცირებული.ოთხმოტორიანი სატრანსპორტო თვითმფრინავ A400M-ს შეუძლია 790 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს და 9300 კილომეტრ მანძილზე 37 ტონა ტვირთით ფრენა შეასრულოს. აქამდე თვითმფრინავს, მხოლოდ ბეტონისა და ასფალტის ზოლიდან შეეძლო ფრენა.


სერტიფიკაციისას სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა A400M-მა საფრანგეთის სამხედრო აეროდრომიდან 40 სატესტო ფრენა განახორციელა.თვითმფრინავმა შეასრულა მანევრები ასაფრენ ზოლზე, შეასრულა ბორბლებით დამუხრუჭება და ძრავის რევერსული რეჟიმიც გამოსცადა.ბალახის ასაფრენი ზოლის სიგრძე 1400 მეტრი იყო, ხოლო თვითმფრინავის მასა 114 ტონას შეადგენდა.მომდევნო წელს A400M დამატებით გამოცდას გაივლის ფხვიერ გრუნტიანი და ქვიშიანი ასაფრენი ზოლიდან ფრენების სერტიფიკატზე.

image


0
317
6-ს მოსწონს
ავტორი:სი
სი
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0