x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
რას ამბობს მერაბ ბლადაძე ბედუკაძის შესახებ?!
ციხის კადრები და ფარული ჩანაწერები დღემდე აქტუალობას არ კარგავს და როგორც ჩანს

უახლოეს მომავალშიც პოლიტიკური სპექტრის პოზციების განმსაზღვრელი იქნება. ასი

ათასობით აღმოჩენილი ფირიდან მხოლოდ 11 კაცია გასამართლებული და იმ

ქმედებისთვის, რომელიც, როგორც ამბობენ ყველაზე უწყინარი იყო სახელმწიფოს


მიერ განადგურებულთა შორის...მაგრამ, როგორც ჩანს, იგივე კადრები სხვასთანაც

ინახება საგულდაგულოდ.


image


არვიცი რამდენად სასიამოვნოა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ სწორედ ეს კადრები

გახდა გადამწყვეტი 2012 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" ტრიუმფისა.


ბოლო დღეებში საკმაოდ აქტუალურია ლადო ბედუკაძის ციხის კადრები, მაგრამ

საინტერესოა როგორ დაიწყო ბედუკაძის "სოლოკარიერა" ამ საქმეში?


image


მერაბ ბლადაძე ბედუკაძესთან დაკავშირებით საინტერესო პასუხებს სცემს

"ქრონიკა+"-ს. გთავაზობთ ამ ინტერვიუს შემოკლებით......




ბ-ნო მერაბ საიდან დაიწყო ყველაფერი?


2012 წლის ივნისის ბოლოს დამიკავშრდა დავით თარხან-მოურავი. მან მთხოვა, რომ

ჩამოვიდოდა ერთი კაცი, რომელსაც უნდა დავხვედროდი და რამოდენიმე დღის განმავლობაში დამემალა. ყველაფერი ზუსტად გავაკეთე, ეს კაცი ლადო ბედუკაძე იყო.



როცა ჩამოვიდა, არ დაინტერესდით, ვინ იყო, რატომ გთხოვეს მისი დაცვა-დამალვა?


ზედმეტად ცნობისმოყვარე არ ვარ, არც მის მიმართ გამომიჩენია. ზოგადად, ვიცოდი,

რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო ჩემთვის და მეტად არც დავინტერესებულვარ.

აგვისტოს ბოლოს ბრიუსელში ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ჩამოვიდნენ.

მე ბრიუსელის გარეუბანში ვცხოვრობდი. ბრიუსელში შევხვდი მათ და სწორედ მაშინ

გავიგე, რომ მათ ე.წ. ციხის კადრები ჩამოიტანეს, რომელიც ციხიდან ბედუკაძემ

გამოიტანა. გეგმა ასეთი იყო: გიორგი ფოფხაძეს ეს ვიდეოფირები უნდა გაევრცელებინა

ევროპარლამენტში, რათა ყველას დაენახა "ნაციონალების" რეალური სახე, მე

ბედუკაძის დაცვა მევალებოდა, ხოლო ირმას ოჯახი ბრიუსელში უნდა ჩამოეყვანა...

ყველაფერი 27 სექტემბრამდე უნდა მოგვარებულიყო. როდესაც ფოფხაძემ

ევროკომისიაში გაავრცელა ეს კადრები, მაშინ ამოვიცანი ვიდეოკადრებში ამ

"ნაძირალა ბედუკაძის" ხმა. სააკაშვილი ყველაფერს მიხვდა, მაგრამ ჩვენ უფრო

დროულად დავიწყეთ ქმედება და 19 სექტემბერს, მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ

ეს კადრები.



შენი თვალით დანახული ბედუკაძე.


თავდაპირველად სანამ ამ ციხის კადრებს ვნახავდი, განათლებული კაცი მეგონა,

შემდეგში დავრწმუნდი, რომ ის იყო ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ბიძინას მოსვლასთან

ერთად ქვეყნიდან სარგებლის მიღება სურდა.



ფირის გადაღებამდე ხომ შეეძლო მონტაჟი და თავისი ხმის ამოშლა,

რატომ არ გააკეთა?


ალბათ იფიქრა, რომ კადრების სიმძფრე ხმას დაფარავდა, მე ასე მგონია.

ამ კაცს ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. გაორება სჭირს.

ერთ მომენტში კეთილია, მეორე წუთში სასტიკად ბოროტდება. მე იმ ადამიანებისაც

მჯერავს, ვინც აქებს ბედუკაძეს და იმათიც ვინც მას აძაგებს, ეს ასეთი კაცია.



თქვენი ჯგუფი ბედუკაძემდე როგორ მივიდა?ან როგორ მოვიდა ის თქვენთან?


ის ჩვენი მოძრაობის წევრმა, გიორგი ლომიამ გადმოიბირა.



ბედუკაძემ ეს კადრები მოგყიდათ?


მან ამ კადრების სანაცვლოდ სოლიდური თანხა აიღო, მაგრამ როდესაც ბრიუსელში

ჩამოვიდა ჯიბეში ერთი ცენტიც არ ედო. ყოველთვიურად 800 ევროს ვაძლევდი

ჯიბიდან.



ფული ვინ გადაიხადა?


დავით თარხან-მოურავმა.



რა კავშირი ჰქონდა ამ კადრებთან ბიძინა ივანიშვილს?


ამ საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად არაფერი არ იცოდა.

დღემდე ღიზიანდება, როცა მაბობენ, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბრის

გამარჯვებაში ამ კადრებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.



ბრიუსელში ბედუკაძე რატომ სცემეთ?


ჩემთან ბედუკაძეს გავაცანი ჭელიძე, რომლებიც მოგვიანებით ერთმანეთს ძალიან

დაუახლოვდნენ. მე ბედუკაძის ნახვაც კი არ მინდოდა, ამიტომ დილით ადრე

გავდიოდი და შუაღამისას შემოვდიოდი სახლში. რამოდენიმე დღის შემდეგ გავიგე, რომ

ეს "ნაძირალა" ჭელიძე ბედუკაძეს აქეზებდა, იმის შესახებ, რომ ვითომ ჩვენ პარტიას

ბიძინამ ამ კადრების სანაცვლოდ მილიონები გადაუხადა და მოდი ამ ბლადაძეს

ფული "დავახიოთო". ნუ რამოდენიმე დღეში მოკლედ რომ ვთქვათ ჯერ ბედუკაძე,

შემდეგ ჭელიძე კარგად ვცემე, აქვე დავამათებ, რომ ჭელიძე რამოდენიმე დღის

განმავლობაში გარეთ ვერ გამოდიოდა.



დღეს ვინ მფარველობს ბედუკაძეს?


ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, მაგრამ იმედია ამოვხსნით თუ ვინ მფარველობს

ლადო ბედუკაძეს.


image







სტატია ამოღებულია ჟურნალ "ქრონიკა+"-დან.


























0
832
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
832