x
image
სი
ჯონ ლენონის გიტარა 2,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

image1960–იან წლებში მოპარული ჯონლენონის გიტრა ბევრლი–ჰილზის აუქციონზე რეკორდულ თანად, 2, 4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინსტრუმენტის მყიდველი, როგორც სააუქციონე სახლი იუწყება, ინკოგნიტოდ ამჯობინებს ყოფნას.


ცნობილია, რომ Gibson–ის გიტარა, რომელიც ლენონმა ლივერპულში 1962 წელს შეიძინა, გამოიყენეს "ბიტლზის" ისეთი ლეგენდარული კომპოზიციების შექმნისას, როგორიცაა "Love Me Do", "Please Please Me", "I Want to Hold Your Hand" და "From Me to You".


გიტარა „ბიტლზის“ საშობაო კონცერტის შემდეგ, 1964 წელს გაქრა და აშშ–ს ერთ–ერთ საკომისიო მაღაზიაში აღმოაჩინეს: გიტარისტმა ჯონ მაკკოუმ იგი 1970 წელს რამდენიმე ასეულ დოლარად იყიდა ისე, რომ ეჭვიც კი არ აუღია თუ ვისი ინსტრუმენტი შეიძინა. მოგვიანებით მუსიკოსის მეგობრებმა „ბიტლზის“ ფოტო ალბომის თვალიერებისას გიტარების მსგავსებას მიაქციეს ყურადღება.მოგვიანებით ექსპერტებმა ფოტო და კინოკადრების მეშვეობით დაადასტურეს გიტარის იდენტურობა.


0
34
8-ს მოსწონს
ავტორი:სი
სი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0