x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Vanishing Point (პერსპექტივის გასწორება) ფილტრ (Photoshop CS 4 & 5)

Vanishing Point (პერსპექტივის გასწორება) ფილტრი

ბუფერში კოპირებული ფრაგმენტის ჩასმა


Vanishing Point ფილტრი გამოიყენება გამოსახულების პერსპექტიული დეფორმაციის ობიექტებთან სამუშაოდ. აღნიშნული ფილტრის გამოყენებით შესაძლებელია პერსპექტიული სიბრტყის შექმნა გამოსახულებაზე და ამ სიბრტყეზე სხვადასხვა ოპერაციების ჩატარება. ფილტრის უკეთესად გასაცნობად, განვიხილოთ ორი მაგალითი:

მაგალითი I. ბუფრში კოპირებული ფრაგმენტის ჩასმა სამგანზომილებიან ჩარჩოში

1) გავხსნათ ფოტოშოპში ოთხი დოკუმენტი: ჩარჩო ფოტოსურათებისთვის და სამი სურათი.

Vanishing Point (პერსპექტივის გასწორება) ფილტრი

2) გავააქტიუროთ და მთლიანად გამოვყოთ ერთ-ერთი სურათი კლავიატურის Ctrl+A ღილაკების კომბინაციით (ან ბრძანებით: მენიუ Select > All) > შევინახოთ ბუფერში გამოყოფილი გამოსახულება Ctrl+C ღილაკების კომბინაციით (ან ბრძანებით: მენიუ Edit > Copy) > გავაუქმოთ გამოყოფა Ctrl+D ღილაკების კომბინაციით (ან ბრძანებით: მენიუ Select > Deseleсt).

გამოსახულებაზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას.

Vanishing Point (პერსპექტივის გასწორება) ფილტრი

3) დავხუროთ ბუფერში კოპირებული გამოსახულება, გავააქტიუტოთ ჩარჩოანი გამოსახულება და გავხსნათ Vanishing Point ფილტრი ბრძანებით: მენიუ Filter > Vanishing Point.

ფილტრის ძირითადი ნაწილი უკავია ეკრანს, რომლის მარჯვენა მხარეს განლაგებულია ფილტრის ხელსაწყოები, ხოლო ზედა მარჯვენა კუთხეში მთავსებულია ფილტრის მენიუ და აქტიური ხელსაწყოს პარამეტრები. ფილტრის გახსნისთანავე აქტიურდება Create Plane (სიბრტყის შექმნა) ხელსაწყო.

Vanishing Point (პერსპექტივის გასწორება) ფილტრი

4) პერსპექტიული სიბრტყის შესაქმნელად საჭიროა ოთხი წერტილს დასმა. Create Plane ხელსაწყო ისევე მუშაობს, როგორც გამოყოფის ხელსაწყო პოლიგონალური ლასო: მაუსის მარცხენა ღილაკის დაწკაპუნებით იქმნება ბადის საყრდენი წერტილები, ხოლო წერტილებს შორის გაბმულია „რეზინის ძაფი“. სწორედ შექმნილი ბადე ლურჯი ფერის არის. თუ ბადე წითელი ან ყვითელია, საჭიროა მისი რედაქტირება. ბადის შექმნის დროს, ბოლო საყრდენი წერტილის წაშლა შესაძლებელია კლავიატურის Backspace ღილაკის მეშვეობით. დოკუმენტზე ნებისმიერი რაოდენობის ბადის შექმნა შეიძლება, მაგრამ მუშაობა მხოლოდ ერთ სიბრტყესთან არის შესაძლებელი. სიბრტყის გასააქტიურებლად საჭიროა სიბრტყის შიგნით მაუსის მარცხენა ღილაკით დაწკაპუნება.

შენიშვნა: ახალი ბადის შექმნის დროს, ახალი ბადის პირველი საყრდენი წერტილი არ უნდა ემთხვეოდეს უკვე შექმნილი ბადის კუთხეს ან გვერდს.

ბადის გაუქმება შესაძლებელია მისი გააქტიურებით და Backspace ღილაკზე დაწკაპუნებით. Shift ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, შესაძლებელია რამდენიმე ბადის ერთდროულად გააქტიურება და წაშლა.

ფილტრის პარამეტრების პანელზე მოთავსებული Grid Size (ბადის ზომა) ველის მეშვეობით შესაძლებელია ბადის ზომის შეცვლა, ხოლო ფოლტრის მენიუს ღილაკზე დაჭერისა და Show Edges (საზღვრების ჩვენება) გადამრთველის გათიშვის შემთხვევაში, შესაძლებელია ბადის დამალვა. ბადე ეკრანიდან ქრება, მაგრამ შექმნილი სიბრტყე რჩება. აღნიშნული ფუნქცია იმ შემთხვევისთვის არის გათვალისწინებული, თუ ბადე ხელს უშლის რედაქტირების პროცესს.

Vanishing Point (პერსპექტივის გასწორება) ფილტრი

5) სიბრტყის მეოთხე წერტილის დასმის შემდეგ, ავტომატურაქდ აქტიურდება Edit Plane (სიბრტყის რედაქტირება) ხელსაწყო, რომლის მეშვეობით შესაძლებელია როგორც კუთხის, ისე გვერდითი მარკერის გადაადგილება და ბადის ობიექტზე მორგება.

Vanishing Point (პერსპექტივის გასწორება) ფილტრი

6) Ctrl+V ღილაკების კომბინაციით, ფილტრში უნდა ჩავსვათ ბუფერში კოპირებული გამოსახულება. გამოსახულება ადგილს დაიკავებს ფილტრის ეკრანის მარჯვენა მხარეს.

Vanishing Point (პერსპექტივის გასწორება) ფილტრი

7) დავაჭიროთ გამოსახულებას მაუსის მარცხენა ღილაკით და გადავიტანოთ ბადის არეში. ბადის არეში მოხვედრილ გამოსახულებას, ბადის გარეთ დარჩენილი ნაწილი ჩამოეჭრება

Vanishing Point (პერსპექტივის გასწორება) ფილტრი

8) გამოსახულების რედაქტირებისთვის უნდა გავააქტიუროთ Transform (ტრანსფორმირება) ხელსაწყო ხელსაწყოების პანელზე (მისი გააქტიურება კლავიატურის T ღილაკზე დაჭერითაც არის შესაძლებელი). ხელსაწყოს გააქტიურების შემდეგ, შესაძლებელია გამოსახულების გადაადგილება და ტრანსფორმირება. ტრანსფორმირების ჩარჩოს და მარკერების გამოსაჩენად, დროებით უნდა გავთიშოთ Clip Operations to Surface Edges (სიბრტყის ნაპირებზე ჩამოჭრის ოპერაცოა) ფუნქცია ფილტრის მენიუში.

Vanishing Point (პერსპექტივის გასწორება) ფილტრი

9) გამოსახულების რედაქტირების შემდეგ, ისევ უნდა ჩავრთათ გვერდების ჭამოჭრის ფუნქცია და დავაჭიროთ OK ღილაკს.

Vanishing Point (პერსპექტივის გასწორება) ფილტრი

10) იგივე ოპერაცია უნდა ჩავატაროთ დარჩენილ ორ სურათთან დაკავშირებით.

Vanishing Point (პერსპექტივის გასწორება) ფილტრი

შენიშვნა: გაკვეთილში სრულად არ იყო განხილული Edit Plane ხელსაწყოსთან მუშაობის წესი, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით.

ზემოთ აღნიშნული იყო რომ ფილტრში ნებისმიერი რაოდენობის ბადის შექმნა და Edit Plane ხელსაწტოს საშუალებით შესაძლებელია ბადის რედაქტირება. მაგრამ როდესაც ბადეები გვერდი-გვერდ არის შესაქმნელი (როგორც მოცემულ შემთხვევაში) შესაძლებელია ერთი ბადიდან მეორის „გამოწელვა“. ჩვეულებრივ მდგომარეობაში Edit Plane ხელსაწყო ბადის შუა მარკერის გაქაჩვით ადიდებს ბადეს, მაგრამ Ctrl ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, იქმნება ახალი ბადე და შესაბამისად, ახალი სიბრტყე.

Vanishing Point (პერსპექტივის გასწორება) ფილტრი

ფილტრის ხელსაწყოების პანელზე მდებარე ბოლო ორი ხელსაწყო გამოიყენება დიდი ზომის ხელსაწყოებზე გადასაადგილებლად (Hend) და გამოსახულების მასშტაბირებისათვის (Zoom). ფილტრის ქვედა მარცხენა კუთხეში მოთავსებულია გამოსახულების მასშტაბირების ველი.

**********************************************************************************************************************************
**********************************************************************************************************************************


გამოსახულების რედაქტირება პერსპექტივაში

II მაგალითში განხილული იქნება Vanishing Point ფილტრის გამოყოფისა და რედაქტირების ხელსაწყოები.

მაგალითი II. გამოსახულების რედაქტირება პერსპექტივაში

1) გავხსნათ ფოტოშოპში გამოსახულება > გავხსნათ გამოსახულება Vanishing Point ფილტრში > შევქმნათ გამოსახულებაზე პერსპექტიული ბადე სარედაქცო ოლქზე.

გამოსახულების რედაქტირება პერსპექტივაში

2) Marquee (ოლქი) ხელსაწყოს არჩევის შემდეგ, პერსპექტიული ბადის შიგნით ხაზები ქრება და კურსორი ღებულობს ჯვრის ფორმას. ბადის შიგნით გამოყოფის შესაქმნელად საჭიროა მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერა და ოთხკუთხედის დახაზვა. გამოყოფის ოლქი მიიღებს პერსპექტიული ბადის ფორმას. ბადის შიგნით მაუსის მარცხენა ღილაკით ორჯერ დაწკაპუნების შემთხვევაში, ავტომატურად შეიქმნება პერსპექტიული ბადის ხელა გამოყოფის ოლქი.

გამოსახულების რედაქტირება პერსპექტივაში

გამოყოფის ოლქის გადასატანად საჭიროა კურსორის მოთავსება გამოყოფის ოლქის შიგნით და მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით გადაადგილება.

Alt ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოსახულების გამოყოფილი ფრაგმენტის კოპიტება, ხოლო Transform (ტრანსფორმირება) ხელსაწყოს გამოყენებით, შესაძლებელია კოპირებული ფრაგმენტის ტრანსფორმირება.

გამოსახულების რედაქტირება პერსპექტივაში

გამოყოფის გაუქმება Ctrl+D ღილაკების კომბინაციით არის შესაძლებელი.

Marquee ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე მოთავსებული არის პარამეტრები გამოსახულების რეტუშუისათვის:

Heal (რეტუში) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია რეტუშის რეჟიმის ჩართვა ან გამორთვა: Off (გამორთვა), On (ჩართვა), ხოლო Luminance (სიმკვეთრე) პუნქტის არჩევის შემთხვევაში, გამოყოფის ფრაგმენტის გადაადგილებისას, ხდება სიმკვეთრის გათვალისწინება.

Move Mode (გადაადგილების რეჟიმი) პარამეტრი განსაზღვრავს გამოყოფის ოლქის შევსების წყაროს:

Distination (დანიშნულება) – გამოყოფის ოლქის ფრაგმენტის გადატანა ხდება დანიშნულების ადგილზე.

Source (წყარო) – გამოყოფის ოლქში ხდება, კურსორის გადაადგილებისას, მის ქვეშ მოთავსებული, მიმდინარე გამოსახულების ფრაგმენტის ჩანაცვლება.

3) Stamp (შტამპი) ხელსაწყო, ისევე როგორც ფოტოშოპის პროგრამაში, გამოიყენება გამოსახულების ფრაგმენტების კლონირებისთვის. კლონირების ნიმუშის აღება შეიძლება მხოლოდ ბადის შიგნით, ხოლო ხატვა შეიძლება როგორც შიგნით, ისე გარეთ. ნიმუშის აღება ხდება Alt ღილაკზე დაჭერით.

ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე, Stamp ხელსაწყოსთვის დამახასიათებელი ტრადიციული პარამეტრების გარდა, მოთავსებულია, ზემოთ უკვე განხილული, Heal (რეტუში) პარამეტრი.

გამოსახულების რედაქტირება პერსპექტივაში

4) Brush (ფუნჯი) ხელსაწყო გამოიყენება გამოსახულებაზე ხატვისათვის. ხატვა შეიძლება როგორც ბადის შიგნით, ისე გარეთ. ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე მოთავსებულია ფუნჯისთვის დამახასიათებელი პარამეტრების სტანდარტული ნაკრები. განსხვავებული მხოლოდ Heal (რეტუში) პარამეტრია, რომლის ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია ხატვის რეჟიმის არჩევა.

გამოსახულების რედაქტირება პერსპექტივაში

5) Eyedropper (პიპეტკა) ხელსაწყო Brush ხელსაწყოს დანამატია. მისი მეშვეობით ხდება ფერის ნიმუშის აღება გამოსახულებიდან.

გამოსახულების რედაქტირება პერსპექტივაში

6) Vanishing Point ფილტრში რესტავრირებული შენობა, რესტავრაციამდე (1) და რესტავრაციის შემდეგ (2).

გამოსახულების რედაქტირება პერსპექტივაში

0
40
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0