x
"შარლი ებდომ" ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით კარიკატურები გამოაქვეყნა

imageფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა "შარლი ებდომ" ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით კარიკატურები გამოაქვეყნა. ერთ კარიკატურაზე ასახულია წვერებიანი მამაკაცი ავტომატით, რომელსაც თვითმფრინავის ფრაგმენტები ეცემა. კარიკატურას ახლავს წარწერა: "ისლამური სახელმწიფო: რუსული ავიაცია ავიაიერიშებს ააქტიურებს", ხოლო მეორეზე, ლაინერის ფრაგმენტების ფონზე ასახულია ადამიანის თავის ქალა, რომელსაც შავი სათვალე უკეთია. კარიკატურას ახლავს წარწერა: "რუსული "ლოუქოსტერის" თავისებურებანი: ჯობდა, Air Cocaine-ის რეისით გაფრენილიყავი".
"შარლი ებდო" სკანდალური პუბლიკაციებითაა ცნობილი. სექტემბერში ჟურნალმა თურქეთის სანაპიროებთან დაღუპული, სამი წლის სირიელი ბიჭის კარიკატურა გამოაქვეყნა. იანვარში კი, მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურის გამოქვეყნებას მსოფლიო რეზონანსი მოჰყვა. მაშინ, ჟურნალის რედაქციაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის 2 სამართალდამცველი.

0
217
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0