x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რატომ არსებობს ნოსტალგია საბჭოთა კავშირზე

image

საბჭოთა პერიოდში ყოველი წლის 7 ნოემბერს (ძვ.სტილით 25 ოქტომბერი)აღინიშნებოდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბჭოთა სახელმწიფო დღესასწაული, - დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის წლისთავი.ტრადიციულად ამ დღეს იმართებოდა აღლუმები დიდი თუ პატარა ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში..


ეს დღე რა თქმა უნდა ყველას ახსოვს, ვისაც საბჭოთა პერიოდში მოუწია ცხოვრებამ...თუმცა ბევრ მათგანს როგორც საქართველოში, აგრეთვე სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში დღემდე მოჰყვებათ ნოსტალგია საბჭოთა კავშირზე მაინც რატომ?


ამასთანავე აღსანიშნავია, რომ სოციოლოგიური კვლევის(ВЦИОМ) თანახმად იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც არ ნანობენ საბჭოთა კავშირის დაშლას მატულობს, მაგალითისთვის:2000 წელს მათი რაოდენობა მხოლოდ 19 % იყო, 2013 წლისთვის კი 35 %-მდე გაიზარდა, ამასთანავე ნოსტალგია საბჭოეთზე ძირითადად 45 წელს გადაცილებულ ადამიანებს აქვთ და აგრეთვე დაბალი ინტელექტის მქონე პირებს.



პირველი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც ნოსტალგია აქვთ საბჭოთა კავშირზე, ასე ვთქვათ ცხოვრობდნენ სსრკ-ში, მაგრამ დაავიწყდათ ყველაფერი, ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ დაავიწყდათ რა იყო ცუდი.მათ ახსოვთს ბავშვური მოგონებები და ახალგაზრდობის "ოქროს წლები"...აქ იგულისხმება ბრეჟნევის პერიოდი და არა გორბაჩოვის..შემდეგ არეულობა და დაწყევლილი 90-იანი წლების დასაწყისი..ასე, რომ ამ ადამიანების ნოსტალგია გასაგებია, მათ აქვთ ნოსტალგია ბავშვობაზე და ახალგაზრდობაზე, ხოლო სიმღერისა არ იყოს "куда уходит детство" – არავინ იცის...

image

მეორე ჯგუფი გახლავთ ადამიანებისა, რომლებმაც ბავშვობა და ახალგაზრდობა გორბაჩოვის პერიოდში გაიარეს, ანუ პერესტროიკის დროს.მათ უმეტესობას ჰგონია, რომ ბრეჟნევის დროსაც ისე იყო, როგორც გორბაჩოვის პერიოდში...არა და "უძრაობის" პერიოდში უამრავი ბიუროკრატიული წინაღობის გადალახვა გიხდებოდათ, რომ იმპორტულ საქონელს მამასისხლად თუ შეიძენდით გადამყიდველთან ან საკომისიოში, რომ საზღვარგარეთ წასვლა ფაქტიურად შეუძლებელი იყო, თუ გაგიმართლებდათ ისიც სუკის მეთვალყურეობის ქვეშ იყავით.რომ უნდა თითქმის ნებიმიერ ხარისხიან საქონელზე რიგში უნდა მდგარიყავით, რომ ბრეჟნევის დროს ვერ იტყოდით თამამად, რომ კომკავშირის წევრი არ ხართ, რომ ღმერთის გწამთ და ეკლესიაში დადიხართ და ა.შ.

image


მესამე და ყველაზე რთული ჯგუფი გახლავთ ადამიანებისა, რომლებმაც სტალინ-ხრუშოვის პერიოდი გამოიარეს, ანუ თითქმის მთელი თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი საბჭოთა პერიოდში გაატარეს.მათი მენტალიტეტი და ცხოვრების სტილი სულ სხვაგვარი იყო, მათ ნახეს ომის შემდგომი ინდუსტრიალური ბუმი, ახალი ქალაქების და საწარმოო გიგანტების დაბადება და ასე, რომ მათ ვერც ვერაფერში დაარწმუნებთ და არც ეცადოთ.

image


მეოთხე ჯგუფი გახლავთ უსაქმური უმაქნისი ადამიანებისა, რომლებსაც არც წარსულში უნდოდათ ხელის განძრევა არც აწყმოში და არც მომავალში აპირებენ და ისმენენ მხოლოდ წინა ზემოთ აღნიშნულ ჯგუფებისგან მონაყოლს უფასო განათლებაზე, უფასო სამედიცინო მომსახურეობაზე, უფასო საგზურებზე, სახელმწიფოსგან გაცემულ ბინებზე და ა.შ და ნატრულობენ იმ ზღაპრულ პერიოდს და აღნიშნავენ, რომ ყველაფერში დამნაშავე ახლანდელი წყობა და სახელმწიფოა, თორემ იმ პერიოდში რომ ეცხოვრათ მათი ცხოვრების ჩარხი სულ სხვაგვარად დატრიალდებოდა....დაე იყვნენ და იოცნებონ "ზღაპრულ სამოთხეზე"...

image



2
218
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
218
  
2015, 7 ნოემბერი, 8:30
მეოთხე ჯგუფი
2015, 7 ნოემბერი, 5:01
რა იდიოტობებს წერ თუ იცი? იარე საზღვარგარეთ და უცმინდე ბებრებს ფეკალები.
0 1 2