x
ისრაელის პრემიერის ახალმა მრჩეველმა ბარაკ ობამას "თანამედროვე ანტისემიტი" უწოდა

imageისრაელის პრემიერ-მინისტრის ახალმა მრჩეველმა რენ ბარაცმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას "თანამედროვე ანტისემიტი" უწოდა, სახელმწიფო მდივან ჯონ კერის კი, "მოზარდის ინტელექტის" მქონე ადამიანი.
როგორც "ბიბისი" წერს, ბენიამინ ნათანიაჰუს მრჩეველმა აღნიშნულის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რენ ბარაცის განცხადებებს "შეურაცხმყოფელი" უწოდეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ ახალი მრჩევლის დანიშვნის გადაწყვეტილებას გადახედავს. თავად ბარაცმა ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ მომავალში უფრო "თავშეკავებული" იქნება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ მომავალ კვირას აშშ-ში გაემგზავრება, სადაც აშშ-ისრაელის სამიტს დაესწრება.

0
134
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0