x
image
მაიაცხვედიაშვილი
რატომ არ შეიძლება ფეხებით კარებისკენ ძილი?!-ეს ყველამ უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ

imageძირითადი მიზეზი, რის გამოც კარებისკენ ფეხებით ძილი არ შეიძლება, დასაფლავების რიტუალიდან მოდის.და რადგანაც მიცვალებული ფეხებით კარისკენ გაჰყავთ სახლიდან, ბევრი ცდილობს, რომ ასეთ მდგომარეობაში არ დაიძინოს.


ძველად ჩვენი წინაპრები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ მათ გარშემო სამყაროს.გამუდმებით აკვირდებოდნენ და აკავშირებდნენ ერთმანეთთან მოვლენებსა და ფაქტებს.სწორედ ისინი ფიქრობდნენ, რომ სახლი დაცულობის სიმბოლოა, სიმყუდროვის.კედლები იცავენ ადამიანს ყველაფრისგან, მაგრამ კარები მათთვის იმის სიმბოლო იყო, რომ მიცვალებულთა სულებს მისი გავლით შეეძლოთ მათ სიმყუდროვეში შემოჭრა.მათი აზრით მძინარე ადამიანი მკვდარ ადამიანთან ასოცირდებოდა.ფიქრობდნენ, რომ მოდულებული სხეულიდან ღამით სული ამოდის და გარეთ გადის, დაბრუნება კი იოლი აღარაა და თუკი მას თავისი სხეული მიცვალებულივით დახვდება, კარისკენ ფეხებით, შესაძლოა საერთოდაც უკან აღარ დაბრუნდეს.


არ ვიცი, ვის რამდენად გჯერათ მსგავსი რისკების, მაგრამ მე ხვალვე ვაპირებ საწოლის შებრუნებას და სხვაგვარად დაძინებას მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ ვფიქრობ, ღამე სული ამომივა და შეიძლება ჩემში დაბრუნება აღარ მოისურვოს, ისევ თუ ფეხებით კარებისკენ დავხვდები–მეთქი.

2
3127
5-ს მოსწონს
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
3127
  
2016, 3 ნოემბერი, 17:40
მე მასე მძინავს ვითომ რამე მომივა??(
2015, 5 ნოემბერი, 23:43
იმიტომ ვიძინებ საპირისპირო მდგომარეობაში ანუ თავი კარებისკენ:D
0 1 2