x
ბალტიისპირა ქვეყნები რუსეთს საბჭოთა ოკუპაციისდროინდელი ზარალის ანაზღაურებას მოსთხოვენ

ბალტიისპირეთის ქვეყნების იუსტიციის მინისტრებმა რიგაში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს კოორდინირებულ მოქმედებას რუსეთისადმი მოთხოვნის წაყენების შესახებ, ამ ქვეყნებისთვის საბჭოთა ოკუპაციის ზარალის ანაზღაურების თაობაზე.
ესტონეთის იუსტიციის მინისტრ ურმას რეინსალუს განცხადებით, რუსეთი საბჭოთა კავშირის უწყვეტი მემკვიდრეა, ეს კი ბალტიისპირეთის ქვეყნებს აძლევს საშუალებას, რუსეთის ფედერაციას აღნიშნული მოთხოვნა წაუყენონ.
"საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ოკუპაციასთან დაკავშირებით შესაძლებელია როგორც მატერიალური კომპენსაციის მოთხოვნა, ასევე ფორმალური ბოდიშის მოხდა", - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ პირველ რიგში, ზარალის დადგენის მეთოდზე შეჯერდებიან, რასაც იურიდიული კუთხით ნაბიჯები მოჰყვება.image

0
120
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0