x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ფენქეიქების საუკეთესო რეცეპტები

ფუმფულა ფენქეიქი ცხიმის გარეშე


ფენქეიქების  საუკეთესო რეცეპტები


ინგრედიენტები:


რძე – 140 მლ.

ფქვილი – 90 გრ.


კარტოფილის სახამებელი – 25 გრ.

მარილი – 1 მწიკვი

შაქარი – 2 ს. კ.

გამაფხვიერებელი – 1 ჩ. კ. (თავმოდგმული)

კვერცხი – 3 ცალი

ვანილინი – 1 მწიკვი


მომზადება:


1. კვერცხი გაყავით ცილად და გულებად > კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად > დაამატეთ ვანილინი და რძე > ათქვიფეთ ხელის სათქვეფით.

2. ცალკე თასში გაცერით ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და სახამებელი > მშრალი ინგრედიენტების ნაერთი დაუმატეთ თხევად მასას და კარგად შეურიეთ, ისე რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

3. ცილა ათქვიფეთ მიქსერით. ისე რომ, თასის გადმობრუნების შემთზვევაში, მასა არ სცილდებოდეს მის გვერდებს > დაამატეთ ცილა მეორე თასში მოთავსებულ მასას და ხელის სათქვებით კარგად შეურიეთ.

4. ტაფა გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე > სულ ცოტა ცხიმი წაუსვით პირველი სამი ფენქეიქის გამოცხობის დროს.

5. ცხობისას, ტაფაზე დაასხით 1 ს. კ. ცომი და გაასწორეთ – მიეცით მას კვერის ფორმა.

ფენქეიქების  საუკეთესო რეცეპტები



რბილი, ფუმფულა და ძალიან გემრიელი


ფენქეიქების  საუკეთესო რეცეპტები


ინგრედიენტები:


კვერცხი – 2 ცალი

შაქარის ფხვნილი – 3 ს. კ.

კეფირი – 2 ჭიქა

ზეთი – 2 ს. კ.

ფქვილი – 2 ჭიქა

მარილი – გემოვნებით

ვანილინი – 0, 5 გრ.

სოდა – 1 ჩ. კ.


მომზადება:


1. თასში, ხელის სათქვეფით, ერთმანეთს შეურიეთ კვერცხი და შაქარი > დადგით ორთქლის აბაზანაზე და იქამდე გააჩერეთ, ვიდრე შაქარი არ გადნება, თან ურიეთ > გადმოდგით ცეცხლიდან და მიქსერით ათქვიფეთ გათეთრებამდე და სქელი ქაფის მდგომარეობამდე.

2. დაამატეთ კეფირი და ზეთი.

3. დაამატეთ ახლად გაცრილი ფქვილი, მარილი და ვანილი.

4. ათქვიფეთ ხელის სათქვეფით ან მიქსერით.

5. დაუმატეთ სოდა და გააჩერეთ ცომი 5 წუთით.

6. გამოაცხეთ მშრალ ტაფაზე, ცხიმის გარეშე. ტაფაზე ცომი პატარა ჩამჩით დაასხით და ის თვითონ მიიღებს საჭირო ფორმას.


კაკაოანი ფენქეიქები


ფენქეიქების  საუკეთესო რეცეპტები


ინგრედიენტები:


კვერცხი – 2 ცალი

შაქარი – 2-3 ს. კ.

მარილი – 1 ჩ. კ.

რძე – 2 ჭიქა

ფქვილი – 2 ჭიქა

სოდა – 1 ჩ. კ. (1 ს. კ. ძმრით)

ზეთი – 1/4 ჭიქა

კაკაო – 3-4 ს. კ.


მომზადება:


1. კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და მარილთან ერთად, აქაფებამდე.

2. დაამატეთ 1 ჭიქა რძე და კარგად ათქვიფეთ > თანდათანობით დაამატეთ 1 ჭიქა ფქვილი, თან მიქსერით თქვიფეთ.

3. გაიმეორეთ წინა პუნქტი – დაამატეთ დარჩენილი რძე და ფქვილი > დაამატეთ კაკაო > დაამატეთ ზეთი.

4. შეურიეთ ერთმანეთს სოდა და ძმარი > დაამატეთ ცომს და კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ > გააჩერეთ ცომი 5 - 10 წთ. ამ ხნის მანძილზე, კარგად გაახურეთ ტაფა.

5. გამოაცხეთ ცხიმის გარეშე, საშუალო ცეცხლზე. როდესაც ბუშტები გაჩნდება და გახეთქვას დაიწყებს, გადააბრუნეთ და აცხვეთ კიდევ 20 წამი.

0
923
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
923
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0