x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იგავი: სიზმარი

სიზმარი

აღმოსავლეთის სახელმწიფოს ერთმა მმართველმა ცუდი სიზმარი ნახა. ესიზმრა, რომ თითქოს, ერთმანეთის მიყოლებით, ყველა კბილი მოსძვრა. შეშფოთებულმა, თავისი სიზმრების ამხსნელი იხმო. მან ხელმწიფეს მოუსმინა და უთხრა:

— ჩემო მბრძანებელო, მე ძალიან ცუდი ამბავი უნდა შეგატყობინო. როგორც სიზმარში დაკარგე ყველა კბილი, ისე დაკარგავ, ერთი მეორეს მიყოლებით, ყველა ნათესავს.

სიზმრის ასეთმა ახსნამ, მმართველი განარისხა და სიზმრების ამხსნელი საპყრობილეში ჩააგდებინა. შემდეგ, მეფემ სიზმრების მეორე ამხსნელი დაიბარა. იმანაც მოისმინა მეფის სიზმარი და თქვა:

— ჩემო მბრძანებელო, მე ძალიან კარგი ამბავი უნდა შეგატყობინო. შენ უფრო დიდ ხანს იცოცხლებ, ვიდრე შენი ოჯახის წევრები. ყველას გაისტუმრებ ამ ქვეყნიდან და მხოლოდ ამის შემდეგ დაგვტოვებ.

მეფეს მოეწონა სიზმრის ასეთი ახსნა და უხვად დაასაჩუქრა სიზმრების ამხსნელი. მეფის მსახურები განცვიფრებულები იყვნენ მეფის ამ გადაწყვეტილებით:

— შენი სიტყვები, თითქმის, არაფრით განსხვავდება შენი წინამორბედის სიტყვებისგან. მაშინ ის რატომ დასაჯეს, შენ კი – დაგასაჩუქრეს? — ჰკითხეს მას.

იღბლიანმა სიზმრების ამხსნელმა მათ უპასუხა:

— მართალია. ჩვენ ერთნაირად ავხსენით სიზმარი. მაგრამ, საქმე მხოლოდ იმაში არ არის, თუ რას იტყვი. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ იტყვი.

3
299
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
299
  
2015, 7 ნოემბერი, 15:47
მადლობა, ასეთი კონენტარისთვის
2015, 7 ნოემბერი, 15:31
ძალიან მომეწონა
2015, 7 ნოემბერი, 15:31
მოხერხებული სიზმრის ამხსნელი და ეგოისტი მეფე :D
0 1 3