x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ეკა მიშველაძე ტელევიზიას უბრუნდება!
როგორც ჟურნალ-გაზეთი "რეზონანსი" იუწყება, ერთ-ერთი ცნობილი

ქართველი მანდილოსანი ეკა მიშველაძე კვლავ ტელევიზიას უბრუნდება.

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს მოამზადებს.


image



ცნობილი ჟურნალისტი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს. ეკა მიშველაძის

თქმით, ახალ პოლიტიკურ თოქ-შოუსთვის წინადადება ტელევიზიის დირექტორისგან

მიიღო. ჟურნალისტის ინფორმაციით ახალი პოლიტიკური თოქ-შოუ იანვრიდან

დაიწყება.


image


გთავაზობთ ჟურნალისტის განცხადებას უცვლელად:


"რა ცვლილებები იქნება შეტანილი, მონახაზი უკვე მაქვს. გადაცემა უფრო ანალიტიკური იქნება. მის ფორმატზე კი, მიმდინარეობს მსჯელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან. მიხარია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სტანდარტების ერთგული დარჩა"


image


ეკა მიშველაძე გუშინ(04/11/2015) შეხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლობის

დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს. ხოლო გასული კვირის განმავლობაში

ახალ თოქ-შოუსთან დაკავშირებით ხვდებოდა ტელევიზიის სხვადასხვა

ხელმძღვანელს. მოგახსენებთ, რომ ეკა მიშველაძე საზოგადოებამ თავდაპირველად

პოლიტიკურ თოქ-შოუში "პირველი სტუდია" გაიცნო. წარმატებული გადაცემა

საზოგადოებრივი მაუწყებლობის დირექტორის მრჩეველმა 2015 წლის

სექტემბრის თვეში დაახურინა. შემდეგში მიზეზად მიშველაძის მეუღლე

გამოცხადდა, რადგან ის პოლიტუკური კოალიზაციის "თავისუფალი დემოკრატების"

ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ....


image


აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის მეუღლე ალექსი

პეტრიაშვილია. აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დირექტორის

მრჩეველმა ასეთი კომენტარი გააკეთა:


""მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა"














0
73
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0