x
image
Lerato
ხასიათი სისხლის ჯგუფის მიხედვით

ადამიანის სისხლის ჯგუფი არ არის დამოკიდებული რასაზე, სქესზე ან ასაკზე. ის მემკვიდრეობით გადაეცემა და სიცოცხლის ბოლომდე უცვლელია. ფსიქოგენეტიკოსთა ცნობით, სისხლის ჯგუფი საკმაოდ დიდი ხარისხით განსაზღვრავს ჩვენს ხასიათს, მიდრეკილებებს და დამოკიდებულებებს. ეს დაამტკიცა კვლევებმა, რომელშიც მილიონობით იაპონელი მონაწილეობდა. თქვენ რომელი ჯგუფის სისხლი გაქვთ?


image


I ჯგუფი


ამ სისხლის ჯგუფის ადამიანები არიან ენერგიულები, კონტაქტურები, აქვთ კაგი ჯანმრთელობა და ძლიერი ნებისყოფა. გამოირჩევიან კარგი მდგრადობით სხვადასხვა ტიპის ნევროზების მიმართ და ადვილად ახერხებენ ძალების აღდგენას როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ახასიათებთ ჯანსაღი ემოციური დამოკიდებულება და რეაქცია ურთიერთობის სხვადასხვა ფორმებთან დაკავშირებით, მუდმივად ისწრაფვიან წარმატებისა და ლიდერობისკენ. ამავდროულად, ამ სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები არიან ეჭვიანები, მოუსვენრები და ამბიციურები. თუმცა, ეს ყველაფერი არ უშლით ხელს, რომ იყვნენ კარგი კოლეგები და მეგობრები. წარმატებას, უმეტესწილად, ხელმძღვანელ თანამდებობებზე აღწევენ, მათი აზრით წვრილმანებს კი –ყურადღებას არ აქცევენ. მათთვის სასარგებლოა ადეკვატური ფიზიკური სამუშაო და ამასთან, ალკოჰოლი ნაკლებ ზიანს აყენებს მათჯანმრთელობას, ვიდრე სხვა სისხლის ჯგუფის მფლობელებს.


II ჯგუფი


ეს ადამიანები ძალიან მონდომებულები არიან, სამსახურისადმი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამოირჩევიან – ძლიერი სტრესის შემთხვევაშიც კი დაუღალავად შრომობენ. თუმცა ასეთი "გმირობა" შემდგომში მათ ჯანმრთელობაზე აისახება ქვეითდება იმუნიტეტი და დაღლილობის შეგრძნება მატულობს. კარგი მეგობრობის გაწევა შეუძლიათ; როგორც წესი, ხელოვანი ხალხია, კარგად განვითარებული გემოვნებითა და ღირსების შეგრძნებით. სხვადასხვა სფეროში აქტიური მოღვაწეობის უნარით არიან დაჯილდოვებულნი. ყველაფერში უპირატესობას ანიჭებენ ჰარმონიას, წესრიგს და სიმშვიდეს. მგრძნობიარეები, მომთმენები და კეთილმოსურნეები არიან. თუმცა, ძირითად პრობლემას, რომელიც აწუხებთ არა მხოლოდ ამ ადამიანებს, არამედ მათ ახლობლებსაც, წარმოადგენს ის, რომ მათ არ იციან როგორ უნდა მოეშვან და დაისვენონ. აუცილებლად უნდა მიიღონ ვიტამინების კომპლექსი, რადგან მუდმივად დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი.



III ჯგუფი


ამ ჯგუფის მქონე ადამიანები არიან დელეკატურები და ტაქტიანები, მგრძნობიარეები, მშვიდები, თუმცა, მაღალ მოთხოვნებს უყენებენ როგორც საკუთარ თავს, ისე მათ ირგვლივმყოფებს. როგორც წესი, ინდივიდუალისტები არიან – პირდაპირები, ისე იქცევიან როგორც თავად მოსწონთ და სწორედ მიაჩნიათ. დაჯილდოვებულნი არიან კარგად განვითარებული ადაპტაციის უნარით და ყველაფერს კარგად ეგუებიან, გამოირჩევიან მოქნილობით და ნამდვილად არ განიცდიან წარმოსახვის დეფიციტს. ზოგჯერ ძალაუფლების მოყვარენიც არიან. თუმცა, დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა და სურვილი, შესაძლოა მათ სისუსტედ გადაიქცეს.


IV ჯგუფი


ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები ცხოვრებაში ხელმძღვანელობენ ემოციებით და გრძნობებით, რომელიც ჩრდილავს საღ აზრსა და ადეკვატურ ქმედებებს. თუმცა, ბუნებით მშვიდები და გაწონასწორებულები არიან. ისინი უყვართ მეგობრებსა და ახლობლებს. მათ შეუძლიათ გართობა, არიან ტაქტიანები და სამართლიანები გარშემომყოფთა მიმართ. მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი პირდაპირობა ახასიათებთ. ამას გარდა, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან სურთ რომ ინფორმაციის 95% ფლობდბდნენ იმ დროს, როდესაც სწრაფი მოქმედებაა საჭირო. ისინი მოაზროვნეები არიან. მეტწილად საკუთარ თავთან აქვთ კონფლიქტი.


13
1063
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1063
  
2015, 21 ნოემბერი, 19:47
კარგი იდეაა, თან წარმატების და ლიდერობის უნარიც გვქონია და გამოვიყენოთ. :)))
2015, 21 ნოემბერი, 17:46
რომ იცოდეთ, კარგი აზრი მომაწოდეთ – ვისაც I ჯგუფი გვაქვს, პოლიტიკური გაერთიანება ხომ არ შეგვექმნა და ქვეყნის სათავეში ხომ არ მოვსულიყავით?? :)))რამდენ რამეს გავაკეთებდით სწრაფად და ოპერატიულად ზოგიერთებისგან განსხვავებით :D .... სახელიც კი მოვიფიქრე "ენერგიულთა პარტია" :D:D:D
2015, 19 ნოემბერი, 22:37
დახე მეც არ მიკვირდა ასეთი ენერგიული როგორ ვარ მეთქი, 1+ სისხლი მაქვს. :)
2015, 11 ნოემბერი, 14:53
:)))) რა კარგად გამაღიმე :* :* ჩემო ყურადღებიანოო :*
2015, 11 ნოემბერი, 14:52
რამდენადაც გიცნობ, შუა ნაწილი ნამდვილად ემთხვევა შენს ხასიათს! მხოლოდ ვიტამინების მიღება არ დაგავიწყდეს :))
2015, 11 ნოემბერი, 14:48
მადლობა, სერგო :)
2015, 11 ნოემბერი, 14:39
კარგი სტატიაა:))
2015, 11 ნოემბერი, 12:26
არაფერს საყვარელო :*
2015, 11 ნოემბერი, 11:40
დიდი მადლობა, მაკა ♥
2015, 10 ნოემბერი, 23:42
მე-2 და სასვებით მართალია :))) გავაზიარე ლეელ :*
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10