x
ილჰამ ალიევმა ევროპა გააფრთხილა, რომ აზერბაიჯანის საქმეებში არ უნდა ერეოდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროპაში არსებული დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის ფონზე, აზერბაიჯანი ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციას არ აპირებს.
"კეთდებოდა განცხადებები, რომ ჩვენ ევროპაში ინტეგრაცია გვჭირდება. მინდა გითხრათ - არა, ინტეგრაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს, განსაკუთრებით - დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის პერიოდში", - განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, ილჰამ ალიევმა ასევე გააფრთხილა ევროპა, რომ ის აზერბაიჯანის საქმეებში არ უნდა ერეოდეს.
"ჩვენ არასდროს არავინ არ გვეხმარებოდა. ყველაფერს საკუთარი ძალისხმევით მივაღწიეთ. დახმარებას არავისგან არ ველოდებით და არც გვჭირდება. ჩვენს საქმეებში ნუ ერევით", - განაცხადა ალიევმა, რომლის თქმითაც, აზერბაიჯანი ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოა.image

0
874
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
874
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0