x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508437
6 შეცდომა, რომელსაც სადილის დროს ვუშვებთ - ეს უნდა ვიცოდეთ!
image
საფრანგეთში, ქვეყანაში, რომელიც უამრავი დიეტის სამშობლოდაა ცნობილი, ხალხი მეტად ფიქრობს არა იმაზე, როგორ დაიკლონ წონაში, არამედ - როგორ შეინარჩუნონ ჯანმრთელობა. რადგან სწორედ ჯანმრთელი კუჭი გვიწყობს ხელს ფორმის შენარჩუნებაში და არა შიმშილი. ფეხზე წახემსება, ცხიმიანი საჭმელი, გაზიანი სასმელი...ბევრს წარმოდგენაც კი არა აქვს რამხელა სტრესს აყენებს ეს ყველაფერი ჩვენს ორგანიზმს. ამ დროს სულაც არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რას ვჭამთ და უბრალოდ ვცდილობთ "მუცელი გავივსოთ". შედეგად ვიღებთ მინიმუმ სიმძიმის შეგრძნებას და ძილიანობას.


ფლორანს ფუკო, დიეტოლოგთა ფრანგული ასოციაციის წევრი ჟურნალ "ფიგაროში" ყვება იმ ყველაზე უხეშ შეცდომებზე, რომლებსაც ადამიანები სადილობის დროს უშვებენ.



შეცდომა №1. სადილობას 30 წუთზე ნაკლებს ვანდომებთ.

image

რატომ უნდა დავხარჯოთ ჭამაზე ამდენი დრო, როცა ისედაც მთელი დღე გადარბენაზე ვართ და უამრავი რამ გვაქვს მოსასწრები? საქმე ის არის, რომ ჩვენი "დანაყრების" ბუნებრივი მექანიზმი ჭამის დაწყებიდან მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ ირთვება. ამიტომ, სწრაფი და დიდი ლუკმებით ჭამის დროს კუჭს დამატებით სამუშაოს ვუქმნით. შედეგიც არ აყოვნებს და სიმძიმისა და გულისრევის შეგრძნება გარანტირებული გვაქვს.



შეცდომა№2. ჭამის დროს ვსვამთ წყალს.

image

საჭმელს თითქმის ყოველთვის ვაყოლებთ წყალს, კომპოტს ან სხვა სასმელს. სითხე კუჭს აფართოებს და გვიქმნის დანაყრების შეგრძნებას მაშინ, როცა სინამდვილეში ისევ გვშია. შედეგად, შიმშილი ისევ სწრაფად გვიბრუნდება და წახემსების სურვილი გვიჩნდება. ამიტომ, წყლისა და სხვა სითხის მიღება სჯობს სადილამდე და არა სადილის დროს.


შეცდომა №3. ვსვამთ გაზიან სასმელებს და შაქრიან ჩაის.

image

ჩვენ ვსვამთ ტკბილ გაზიან სასმელებს და შაქრიან ჩაის/ყავას, რაც აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას და ხელს უშლის საკვების მონელებას. "ეს საუკეთესო საშუალებაა დღის მეორე ნახევრის გასაფუჭებლად" - ამბობს ექიმი ფუკო. თუ თქვენი ჯანმრთელობა თქვენთვის ძვირფასია, მიიღეთ დღის მანძილზე უბრალო წყალი.


შეცდომა №4. უარს ვამბობთ პურზე.

image

ძალიან ბევრი უარს ამბობს პურზე და კმაყოფილდება მხოლოდ ბოსტნეულის სალათით იმ იმედით, რომ ასე წინაში დაიკლებს. ეს შეცდომაა! სინამდვილესი სახამებლის შემცველ პროდუქტთან (ბრინჯი ან პური) ერთად - ბოსტეული ქმნის ერთგვარ "შიმშილის საწინააღმდეგო ფარს", რომელიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. ამ "ფარის" წყალობით დღის მეორე ნახევარში ტკბილისკენ აღარ გაგიწევთ.


შეცდომა №5. უარს ვამბობთ ცივ კერძებსა და დესერტზე.

image

ჩვენ ვთვლით, რომ სადილზე ძირითადი კერძი საკმარისია და ამგვარად უფრო მსუბუქად ვიქნებით. მაგრამ დიეტოლოგები გვირჩევენ სადილი სტრუქტურული იყოს: სადილის დასაწყისში უნდა მივირთვათ ცოტა ცივი კერძი, დასასრულს კი - მსუბუქი დესერტი. უნდა მივიღოთ ცოტ-ცოტა და სხვადასხვა ტიპის საკვები. "სტრუქტურული სადილი" დაგვეხმარება "გაბერილი მუცლის" შეგრძნების თავიდან აცილებაში და შეგვიქმნის ბუნებრივი დანაყრების გრძნობას, რადგან გაგრძელდება 30 წუთზე მეტ ხანს.


შეცდომა №6. ერთად ვიღებთ ცხიმებსა და ნახშირწყლებს.

image
სადილის დროს ტკბილისა და ცხიმიანის გაერთიანებით, კუჭისთვის ძალიან მავნე ნაზავს ვქმნით. შაქარი ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას, რომელიც თავის მხრივ იქცევა მელატონინად - ძილის ჰორმონად - და იწვევს ძილიანობას. ცხიმი კი, ცილისგან განსხვავებით, ანელებს პერისტალტიკას, რადგან მათი მონელებისთვის მეტი დროა საჭირო. ამიტომ, უარი თქვით ცხიმიან სიუსებზე და ცხიმით მომზადებულ დესერტებზე. სენდვიჩში ჩადეთ მეტი ქათმის ხორცი და ძალიან ცოტა მაიონეზი. პური მიირთვით არა თეთრი, არამედ დაღერღილი ხორბლის, - გვირჩევს ექიმი ფუკო.

1
1252
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1252
  
2015, 5 ნოემბერი, 13:31
Gგ
0 1 1