x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კოკო შანელის უკვდავი ციტატები
image
1)
20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა; ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს.


2) ქალი იმდენი წლისაა, რამდენსაც იმსახურებს.


3) ქალი მაშინაა ყველაზე ახლოს სიშიშვლესთან, როცა ის უზადოდაა ჩაცმული.


4) მოდა არქიტექტურასავითაა- აქ ყველაფერი დამოკიდებულია პროპორციებზე.



5) თუ ქალმა იცის, რომ კაცები პატარა ბავშვებივით არიან, მაშინ მან იცის ყველაფერი.


6) მოძებნეთ ქალი კაბაში. თუ იქ არ არის ქალი, მაშინ არც ეს ყოფილა კაბა.


7) არის დროს საყვარელი საქმის კეთებისათვის და დრო საყვარელი ადამიანისათვის. ამ ორის გარდა აღარაფრისათვის რჩება დრო.


8) როდესაც ქალს იდუმალებას უბრუნებ, ამასთან ერთად შენ მას ახალგაზრდობასაც უბრუნებ.


9)ქალი უნდა იყოს ორი: ერთი, ვინც არის ის და მეორე, ვინც სურს, რომ იყოს.


10) იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული.


11) შეიმოსეთ თვალისმომჭრელად და მათ დაამახსოვრდებათ თქვენი აკაზმულობა; ჩაიცვით უზადოდ და უბრალოდ და მათ დაამახსოვრდებათ ქალი.


12) იმისათვის, რომ იყო ელეგანტური, სულაც არაა აუცილებელი, ახალი კაბა გეცვას.


13) თუ მამაკაცი ცუდად საუბრობას ყველა ქალზე, ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთმა ქალბატონმა ატკინა გული.


14) ტყუილად ნუ გაფლანგავთ დროს კედელზე კაკუნით, იმ იმედით, რომ კედელი კარად გადაიქცევა.


15) არსებობს ხალხი, ვისაც აქვს ფული და არსებობს ხალხი, ვინც არის მდიდარი.


16) მსოფლიოში საუკეთესო ფერია ის, რომელიც შენ გიხდება.


17) მოდა, რომელიც ვერ აღწევს ქუჩებამდე, არ არის მოდა.


18) მოდა მიდის, სტილი რჩება.


19) დანაშაულის გრძნობა ყველაზე უფრო მტკივნეული კომპანიონია სიკვდილისას.


20) ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა.

0
242
5-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0