x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მომღერალ რიჰანას ლუკ ბესონის ახალ ფილმში გადაიღებენ
imageმთავარ როლებში ამერიკელი დეინ დაჰაანი და ბრიტანელი მოდელი კარა დელევინი იქნებიან.ლუკ ბესონის ახალ ფილმში, "ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი", ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი რიჰანა მიიღებს მონაწილეობას.

"მას მთავარი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი ექნება", - ამბობს რეჟისორი.


"რიჰანასათვის ფილმი "ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი" მესამე და ყველაზე დიდი კინემატოგრაფიული ნამუშევარი იქნება", - აღნიშნავს პორტალი The Verge. ფილმის გადაღებები 2016 წლის იანვარში დაიწყება.


ფილმის სიუჟეტი ფრანგი მწერლის და ასევე ფრანგი მხატვრის ჟან-კლოდ მეზიეს კომიქსის მიხედვით შეიქმნა. კომიქსი პირველად 1967 წელს გამოვიდა, იგი მთავარი გმირის - ვალერიანის და მისი თანამგზავრის ლორელინის - დროში მოგაზაურობის შესახებაა. მათი მოგზაურობების ბოლო ალბომი 2010 წელს დაიბეჭდა. ამ დროის განმავლობაში მისი 10 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. იგი მსოფლიოს 21 ენაზეა თარგმნილი.



როგორც ითვლება ეს კომიქსი მსოფლიო ხელოვნებაში მთელი მიმართულების ფუძემდებელი და მთელი რიგი სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმების, მათ შორის "ვარსკვლავური ომების" იდეის და სახეების წყარო გახდა.


ახლა ბესონი, რომელიც ამ კომიქსის დიდი თაყვანისმცემელია, ვიზუალური სამეცნიერო ფანტასტიკის პირველწყაროს უბრუნდება.


ფილმის, "ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი", მოქმედება ხდება 26–ე საუკუნეში, როცა ადამიანებს დროში მოგზაურობა შეეძლოთ. ვალერიანი და ლორელინი სივრცისა და დროის სამსახურის თანამშრომლები არიან, რომლებიც იცავენ პლანეტას ტერანის იმპერიისგან.




0
42
9-ს მოსწონს
ავტორი:სი
სი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0