x
image
მანჩო 777
"რუსთავი-2" არის მართლა დასახური ტელევიზია" - სკანდალი "ნიჭიერის" მონაწილის ჟანა წითულაურის გარშემო
მოგეხსენებათ, სულ ახლახან დაიწყო "რუსთავი-2"- ის პროექტ "ნიჭიერის''ახალი ეტაპი. დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია მისი ერთ-ერთი მონაწილის ჟანა წითულაურის გამოსვლამ, რომელიც საყოველთაო დაცინვის საგანი გახდა. გავრცელდა ჭორები, რომ გოგონა ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელია და ის პროექტის ხელმძღვანელებმა მოტყუებით მიიყვანეს ტელევიზიაში.


image


ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი მომხმარებლის მარიამ შოშიაშვილის სტატუსი, რომლის ავტორიც ბრალს სდებს პროექტის ხელმძღვანელებს ავადმყოფი გოგონას დაცინვასა და აბუჩად აგდებაში. გთავაზობთ მარიამ შოშიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას:


"-ნიჭიერში" გამოვიდა ერთი გოგო, ჟანა წითელაური, ჩემი მეზობელი.
ამ გოგოს ყველაფერი დალაგებული ვერ აქვს. 15 თუ 16 წლის ასაკში დედა მოუკვდა ხელებში და ფსიქოლოგიურად ცოტა ვერ არის (არ ვაყენებ შეურაცხყოფას). საერთოდ არ აპირებდა ეს გოგო "ნიჭიერში" გასვლას. მგონი მე ჟანას ერთადერთი მეგობარი ვარ, არავისთან არ აქვს კონტაქტი. ცხოვრობს ბებიასთან ჩემი ფანჯრის პირდაპირ არსებულ სახლში, 75 წლის ბებიასთან ერთად. მშობლები გარდაეცვალა და ბებიასაც და შვილიშვილსაც ინახავს ბიძა, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს კიშინოვში. ამ ბიძასაც ყავს ცოლი და შვილები....
მოკლედ, ჟანას არც დაესიზმრებოდა "ნიჭიერში" მისვლა, რომ არა ერთი შემთხვევა: ერთხელ ბანკში იყვნენ მისული, გამოგზავნილი ფულის ასაღებად. ვიღაცამ დაინახა, შეატყო რომ ვერ იყო, რადგან იცვამს "უცნაურად" და დაუწყო მეო ნიჭიერის უფროსი ვარო და დარწმუნებული ვარ ნიჭიერი გოგო ხარ, ალბათ მღერი და ცეკვავო და წამოდი "ნიჭიერში" ჩაგწერთო... ესეც გაყვა ბებიასთან ერთად და მთელი ზაფხული დაყავდათ რაღაც ჩაწერებზე. აქეზებდნენ, ნიჭიერი ხარ, ულამაზესი ხარ, საუკეთესო ხარ... ამასაც სჯეროდა და იმედი ჰქონდა, რომ გაიმარჯვებდა.. მე, რა თქმა უნდა ვაფრთხილებდი, რომ არ გასულიყო, მაგრამ არ მიჯერებდა...
სიმღერებიც რაღაც სასწაულები შეურჩიეს; ჯერ იყო და ლელა წურწუმიაო, მერე ეს მაილი საირუსი...
ან რა ჩააცვეს, ან რა ათქმევინეს, ან რაზე შეახტუნეს?! და ეს ამაზრზენი ხალხი, ჟიური, (და ყველაზე მეტად გვარამიაზე მეშლება ნერვები), უტიფრად დასცინის ამ გოგოს !!!! ამაზრზენია უბრალოდ, გული მერევა მათზე... ჩვენ რომ გვგონია, რომ თვითონ მიდის ეს ხალხი ნიჭიერში, თურმე თვითონ მიყავთ, რომ შოუ ყურებადი იყოს!!! ეს ჟანასთვის, ხომ უფრო დიდი სტრესია?!
ყველას გთხოვთ, გაავრცელოთ, რომ ყველამ ნახოს და იცოდეს თუ რა ამარზენი, ყალბი და უჯიშო ხალხი მუშაობს "რუსთავი 2"–ში....
მე ნამდვილად გამეცინებოდა "ჟანას ნომერზე", რომ არ მცოდნოდა, ვინ არის, და რისი გამკეთებელიცაა!!!!!“ -წერსმარიამი.



ამ სკანდალურ სტატუსთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა"ნიჭიერის" გუნდი და სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადება გააკეთა:


"გვინდა გამოვეხმაუროთ ჟანა წითულაურის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.როგორც მისი მეგობარი აცხადებს, ჩვენს თანამშრომელს ჟანა უნახავს ბანკში და შემდეგ მოიყვანა ნიჭიერში.სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჟანა წითულაური თავისი ფეხით მოვიდა ნიჭიერის პრექასთინგზე.უფრო დეტალურად: ნიჭიერის პრექასთინგების დროს, ის სავარაუდოდ იმყოფებოდა რომელიღაც გადაცემის ჩაწერაზე დამსწრედ და იქიდან გამოსულმა გაიგო ნიჭიერის პრექასთინგის შესახებ, ჰკითხა დაცვას, სად უნდა მოსულიყო. კოორდინატორმა მიასწავლა ადგილი სადაც ტარდებოდა პრექასთინგი, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე.პრექასთინგზე მოსულმა, მან განაცხადა, რომ არის მომღერალი, მოდელი, მოცეკვავე და დიზაინერი და თავისივე სურვილით გამოვიდა ნიჭიერში, როგორც მომღერალი.რაც შეეხება რეპერტუარს, საბოლოო სიტყვა ყოველთვის ეკუთვნის კონკურსანტს, რა სიმღერას შეასრულებს ან საერთოდ მიიღებს თუ არა მონაწილეობას პროექტში", - ნათქვამია განცხადებაში.





საინტერესოა, ვის მხარეზე სიმართლე?- იმედია, უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა და სიმართლე გამოაშკარავდება.



4
753
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
753
  
2015, 5 ნოემბერი, 9:37
თუ ეგ სიმართლეა, მართლა დასასჯელები არიან ამ საბრალო გოგონას დაცინვისათვის :(
რუსთავი-2 რომ ბოღმის ტელევიზიაა ეხლა გაიგეთ! ვანოს შოუს აღარ უყურებ და თუ შემთხვევით შევხედე ყველა სიტყვა ბოღმით და ღვარძლით არის სავთე, ამხელა ხელფასებს იღებენ ბოღმის გადმონთხევაში იმიტომ არ აწყობთ ტელევიზიის დახურვა, ნიკა გვარამია კიდევ 1 ლარის გადმორიცხვას ითხოვს მშიერი ხალხისგან. არ არის გამორიცხული ეს ცირკი მაგათი მოწყიბილი იყოს ჟანა წითელაურის გამოსვლასთან დაკავშირებით, სააკაშვილის რუპორები არიან ეგ პეჩნიკი მამათ მავლები.
2015, 4 ნოემბერი, 17:48
მე რომ არ ვუყურებ, ზუსტად ვიცი..შემიძლია დავიფიცო, რომ არცერთი "ნიჭიერი" ნანახი არ მაქვს, მაგრამ არის კატეგორია ხალხისა, რომელიც უყურებს, წინააღმდეგ შემ,თხვევაში გადაცემა რეიტინგული არ იქნებოდა.
2015, 4 ნოემბერი, 11:10
ეგეთი ფაქტი პირველი შემთხვევა არაა....და საერთოდ ვაბშე ამ შოუებს როგორ უნდა უყურო?
0 1 4