x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მე ვარ ლიზა, რომელმაც მშვიდ ცხოვრებაში ვპოვე თავგადასავალი..."-როგორ შეცვალა "მემაბოხე" ლიზა ყენიას ცხოვრება ერთმა საშინელმა დღემ.

image
"ის რაც მინდა, რომ ყველამ წაიკითხოს:
-ლიზა ყენია;
- 1998 6 იანვარი (მოსკოვი);

-1.75 (მგონი);

-დედა მაია ჯაბუა;
- მამა აჩიკო ყენია;
-უფროსი ძმა თორნიკე ბერიკაშვილი;
-უფროსი დები ანი ყენია, თიკუნა ყენია;
-უმცროსი ძმა ნიკოლოზ ქუთათელაძე;
-დედა შავგვრემანი, საშუალო სიმაღლის, ხაკისფერი თვალები, მომღერალი,
ადამიანი, რომელიც ყველასთვის საყვარელია, მითუმეტეს იმ ადამიანებისთვის ვისაც მასთან რაიმე შეხება ჰქონია, თუმცა არიან გამონაკლისებიც. ღრმა ბავშვობაში ბებიაჩემმა (ლილი ჯანელიძემ) დედა კონკურსზე მიიყვანა, მაია მოუმზადებელი შევიდა კონკურსზე, სადაც მალევე გრამპრით დაბრუნდა შინ. ამ დღიდან დედამ დაიწყო სიმღერა და დღევანდელ დღემდე მომღერალია, ახლა 2015 წლის 4 ნოემბერია და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.
დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მამა მოვლენაა, ნიჭიერების დიდი ლოდია, რომელსაც არ გაუმართლა ან საჭირო დროს საჭირო ადგილას ვერ მოხვდა, თორემ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო არტისტი იქნებოდა .
მაღალი, შავგვრემანი, ყავისფერი თვალები, მშვიდი და საინტერესო გარეგნობა და იმ თაობის და ტიპაჟის წარმომადგენელი "ახალგაზრდობაში მთელ უნივერსტეტს მამაჩემი, რომ უყვარდა."
"ლუბოი" ენას, რომ ერთ კვირაში ისე ისწავლიდა და იმავე ეროვნების ადამიანს, რომ გააოცებდა, ერთი შეხვედრით ყველას რომ თავს აყვარებდა, სუფრაზე საუკეთესო მოსაუბრე "თამადა" რომ იყო და რა ინსტრუმენტზეც მოუნდებოდა იმაზე, რომ დაუკრავდა, ყველა ჟანრის მუსიკაზე რომ შესაფერისად და ყველას გასაოცრად იცეკვებდა, უცხოსაც და ნაცნობსაც რომ კითხვას დაბადებდა- ეს კაცი მოცეკვავეა?
ალბათ ამ ყველაფერმა იმოქმედა იმაზე რომ, 9 თვის ლიზა "ჭოჭინაში" მუსიკის გაგონებაზე შეუჩერებელ ცეკვას ან სიმღერას, რომ იწყებდა.
როგორც მაიამ თქვა იმ მომენტიდან მიხვდა, რომ სცენისთვის დავიბადე და დარგი მისთვის დაუდგენელი იყო, რეალურად დღემდე არ ვიცი, როგორ გავიყო-მსახიობი ვარ ვგრძნობ, 7 წელი ბალეტზე ვიარე და ცეკვაზე უარს არასოდეს ვამბობ, პირიქით შეიძლება ითქვას ჩემი ჰობიც არის; სიმღერას რაც შეეხება, არც ერთი ჟანრი თითქოს ჩემთვის უცხო არ არის, კლასიკა, ჯაზი, ესტრადა, შეუძლებელია დღემ ისე ჩაიაროს, მინიმუმ 5 სიმღერა არ შევასრულო და სახლიდან ისე გავიდე, ან შემოვიდე...
დედას არასოდეს დაუძალებია ვინ ვიქნებოდი მომავალში, როგორც კარიერის თვალსაზრისით, ასევე პიროვნების.
ის უბრალოდ სწორ მითითებებს მაძლევდა, არჩევანი ყოველთვის ჩემზე იყო, 6 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ ჩოგბურთზე სიარული მინდოდა, ამ საქმიანობას 8 წელი შევწირე, მაგრამ დადგა ის რთული პერიოდი, რომ 14 წლის ლიზას დამოუკიდებლად გადაწყვეტილება უნდა მიეღო, თან იმდენად სერიოზული და რთული, რომ ამაზე თითქმის ერთი წელი ფიქრობდა. ჩოგბურთი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ეს ერთგვარი ინვესტიციაა, უბრალოდ ძალიან რისკიანი, დებ დიდ თანხას და ეს ყველაფერი შეიძლება ერთმა ტრამვამ ერთ დიდ ჭაობში ჩაყაროს, შენი შრომა, შენი დრო და თანხები.
მივხვდი რომ რთული სიტუაცია იყო. ჩემს იმ დროინდელ კარიერაზე და რისკიან ინვესტიციაზე ვახო ზრუნავდა, დედაჩემის მეუღლე, რომელიც ჩემი მეორე მამაა, თითქმის არაფრით, რომ არ განსხვავდება აჩიკოსგან. მას არასოდეს უგრძნობინებია ჩემთვის, რომ მე მისი შვილი არ ვარ, პირიქით ხანდახან კითხვაც გამჩენია ამდენს, რატომ აკეთებს ჩემთვის, მაგრამ ეს ისეთი პიროვნებაა ვერასოდეს დავამთავრებ მასზე ლაპარაკს.რომ დავიწყო. ამიტომ აქვე მოვრჩები, ვგრძნობდი რომ განიცდიდნენ ჩემს კარიერულ ვარდნას. გადავწყვიტე მეპოვნა გზა, რომელიც სწორი იქნებოდა. ახლაც ცრემლები მომდის, ეს ხომ ჩემი ცხოვრება იყო, ცხოვრების ყველაზე ძვირფასი ნაწილი, რომელიც უბრალოდ ბედმა ჩამომგლიჯა ხელებიდან. ჩემი 8 წლიანი დაუღალავი შრომა და ენერგია რაღაც ამოუცნობს გავატანე... 14 წლის ლიზამ მოიფიქრა სწორი გამოსავალი, რითაც არც მშობლებს ატკენდა და არც საფიქრალს დაუტოვებდა, თუ როგორ განვიცდიდი ამ ყველაფერს და რამდენად მტკივნეული იყო ჩემთვის... ვარჯიშიდან დაბრუნებულმა მიზეზი მოვიფიქრე, რომ მუხლი მაწუხებდა... ეს იცოდნენ და ასეც იყო მქონდა პატარა პრობლემები, თუმცა არაფერი ისეთი რაც "ინვესტიციას" კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. თუმცა, მე ხომ კარგი მსახიობი ვარ, ეს ყველაფერი ძალიან გავამუქე! და ჩოგანი, რომელიც ჩოგბურთელობის პერიოდში 2 წლით ადრე უნდა გამომეცვალა და ჩოგანი, რომელიც ბოლო ვარჯიშამდე მეჭირა, სამუდამოდ მიებარა კარადის თავს, რომელსაც აუტანელი მტვერი დაედო... რთულია ავხსნა რას განვიცდიდი უახლოესი ერთი წელი...
ძვლების ტკივილი (უვარჯიშობლობის გამო), საშინელი სიზმრები, დეპრესია, რაც აქამდე ჩემთვის გაურკვეველი ხილი იყო, ჩემი თანატოლები რომ გაიძახოდნენ ან უფროსები, მივხვდი რას ერქვა დეპრესია, უძილობა, რეჟიმის არევა და ცხოვრების თავდაყირა დაყენება... და რა სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი 14 წლის ასაკში თავზე დამეყარა... ეს ყველაფერი ჩემთვის ისეთივე უცხო იყო, როგორც ბრმისთვის თვალის ახელა, ინვალიდისთვის პირველად გადადგმული დამოუკიდებელი ნაბიჯები...
მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ერთ შავ ორმოში ჩამიყვანდა, რომლიდანაც ვერასოდეს ამოვიდოდი და თან სულ "ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი" მექნებოდა მოწეპებული...
მე კი ამას არასოდეს შევეგუებოდი, მე ხომ დაბადების პირველი წუთიდან მებრძოლი დავიბადე და თან ძალიან მშრომელი. მე ასე გავიზარდე, ასე მომიწია.
დავადექი გზას, რომელიც დედამ 9 თვის ლიზას "დააბედა" და მას მერე ასე მოვდივარ... ჩემი ცხოვრება კი რეალურად ახლა დაიწყო... ცხოვრება, რომელიც მანამდე არ მაინტერესებდა, 15 წლის ასაკში ერთი "მეამბოხე" გოგო გავხდი, რომელიც თავგადასავლების ძიებით კი არ იყო დაკავებული, არამედ თავგადასავლების შექმნით, რომელიც ყველას იზიდავდა და ყველასთვის საინტერესო იყო, თუმცა არა ყველასთვის მისაღწევადი... 13 წლის ასაკში შევიძინე საუკეთესო მეგობარი, ოღონდ აზრი არა აქვს ჩვენი მეგობრობის ახსნას... ეს აუხსნელია, ეს მხოლოდ მე, ელენემ და ზემოთ რომ პატივცემულია იმან იცის ჩვენ რა გვაკავშირებს. ელენე ჩემგან განსხვავებით არასოდეს ყოფილა "მეამბოხე" გოგონა, რომელიც გაგიჟებით ეძებს და ქმნის თავგადასავლებს... თუმცა ასეთიც შევიძინე, ნინა, ვერც ამ თემაზე ვილაპარაკებ ის რას ნიშნავდა ჩემთვის... ამ თემაზე თუ ვილაპარაკებ მხოლოდ იმის ახსნა მომიწევს რას ნიშნავდა ნინა ჩემთვის, თუმცა ვერასოდეს ვიტყვი რომ ჩვენი მეგობრობა, მისთვის ძვირფასი იყო, ჩემთვის ყველაფერზე უფრო ძვირფასი იყო... მე მისი მეგობარი არ ვიყავი, მე მისი და ვიყავი, დედა ვიყავი, დეიდაც ვიყავი ხანდახან,
მაგრამ მემგონი ეგონა იმდენად დაჭკვიანდა, რომ მე მისთვის ბოროტი დედინაცვალიც გავხდი. თუმცა არაუშავს, ის ხომ პატარა, გამოუცდელი, მეამბოხე გოგონაა, რომელიც ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ მე მისი მფარველი ვიყავი, მთელი ჩემი არსებით და ასეც იქნება და არის... უბრალოდ ჩემი სახელით და გვარით ამას ვერ იგრძნობს, მე არ მინდა და ამიტომ... მე და ნინამ ვაკეთეთ ის, რაც 15 წლის ასაკშ ვთვლი რომ ნაადრევია-სახლიდან გაპარვა, კლუბში სრულწლოვნად თავის გასაღება და შიგნით შეპარვა იმის გამო, რომ "სვანსიხის" ივენთზე ჩვენც გვინდოდა... ჩვენ საყვარელ სიმღერებს როგორ არ მოვუსმენდით "ლაივში" და თანაც კლუბში. ბევრ მოზარდში და ზრდასრულ ხალხში. ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, კლუბი არა იმდენად რამდენადაც, ერთად ყოფნა და არც თუ ისე ცუდი "ტყუილები" მშობლებთან, დიდი გეგმების დაწყობა მომავალზე, უზარმაზარი თავგადასავლები ზაფხულობით. სულ კარგი პერიოდები არ გვქონია, ხანდახან ერთმანეთის გულის ტკივილსაც ვიზიარებდით, მაგრამ მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩემი ცხოვრება თავდაყირა იყო... მანამდე თუ 11 საათზე ვიძინებდი, რომ დილას ვარჯიშზე არ დამეგვიანა, ახლა სულ ერთი იყო, მე კარგად გატარებული დღეებით ვირთობდი თავს, დღეებით რომლებსაც ხშირად ვიდეოებით ვიხსენებდით, ნუ მაინც კლუბი..
ერთ ზაფხულს, აი ისეთ ზაფხულს კინოს რომ გადავიღებდი და ყველა თინეიჯერისთვის საყვარელი, რომ გახდებოდა და ეხლა აქ რომ ვერასოდეს ავღწერ აი ეგეთ ზაფხულს, ჩვენი სურვილების 110% ავასრულეთ ყველა კუთხით... ამ ზაფულს ესე ვიხსენებდით "ქობულეთში კი ვცხოვრობდით და "საგულაოდ" ბათუმში მივდიოდით, მაგრამ თავი რომ ყველაზე არანორმალურ ღამის ცხოვრების კუნძულზე გვეგონა". თუმცა მართლა ასე იყო, არაფერი არ დავტოვეთ, არც ერთი სურვილი აუხდენელი, რაც თავში დაგვებადებოდა იმას ვანხორციელებდით, სანამ ჩვენი უზარმაზარი არდადეგები და თავგადასავლების პერიოდი დასასრულს მიუახლოვდებოდა (რაც თბილსში დაბრუნებას ნიშნავდა)... ერთ საღამოს ანუ გამთენიისას კლუბიდან ენერგია გამოცლილები ვბრუნდებოდით, ძლივს დავდიოდით, თან ვიხსენებდით რამდენი ვიცეკვეთ და შიგნით რომ ვერაფერს ვგრძნობდით. ახლა კი, წამოწოლაზე ძალიან არაფერი არ გვინდოდა, ორივემ გავაანალიზეთ, რომ საკმარისი ფული არ გვქონდა ტაქსით ბათუმიდან ქობულეთში დავბრუნებულიყავით, საკმარისი კი არა საერთოდ კაპიკი არ გვქონდა, იდეებიც არ მოგვიოდა ავტო სტოპის მაინც ორ გოგოს მარტოებს გვეშინოდა, რა ვიცი ვინ გადაგვეყრებოდა (კიდე კაი ამდენს მაინც ვფიქრობდი). უცებ შუქნიშანთან მოტოციკლეტმა ჩაგვიარა და წითელზე გაჩერდა, ნინასი არ ვიცი, მაგრამ მე სიამოვნებით წავიდოდი მოტოციკლით ქობულეთში, თან უფრო მალე ჩავიდოდით, თან ამხელა გზაზე მოტოციკლეტზე არასოდეს ვმჯდარვარ. მე ხომ სისწრაფე და ადრენალინი მაშინ ყველაფერს მერჩივნა, ამიტომ მოტოციკლეტიან ბიჭს დავუძახე თან ისეთი ტონით, რომ ბიჭმა ჩაფხუტი მოიხსნა და ძალიან დაბნეული სახით გამომხედა და მიპასუხა-კი ბატონო წაგიყვანთ, არ არის პრობლემაო. მე მოტოციკლეტიანს ხელები მოვხვიე, ნინას ამასობაში ამ ბიჭის მეგობარმა ჩაფხუტი დააფარა და გაურკვეველი სისწრაფით გავეშურეთ სახლისაკენ.... მე იმდენად "თავხედი ვიყავი", მობილური ამოვიღე, ერთ ორ ადამიანს ვესაუბრე კიდეც, ფოტოებიც გადავიღე, სახის ვერც ერთ კუნთს ვერ ვგრძნობდი ოღონდ. ქობულეთში ჩვენ "ქოხთან" ჩამოგვსვეს და წავიდნენ... მე და ნინა 10 წუთი ჩახუტებულები ვიდექით, იმ მომენტში ჩვენზე ბედნიერი არავინ იყო სამყაროში, სიხარულის ცრემლები მოგვდიოდა. ალბათ იმიტომ, რომ ყველა ჩვენი ოცნება ავისრულეთ, ალბათ იმიტომაც, რომ ერთმანეთი ყველაფერს გვერჩივნა იმ მომენტში და იმიტომაც, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეში უნდა დამთავრებულიყო. მე როგორც ძალიან მორწმუნე (თუმცა არც თუ ისე ეკლესიური სამწუხაროდ), მეორე დილას თავს გაორებულად ვგრძნობდი. თითქოს უნდა მეთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბოლო საღამოა ჩვენი არდადეგების და აუცილებლად ესეც დაუვიწყარი უნდა ყოფილიყო, უნდა მეთქვა, რომ დღეს იქნებ უბრალოდ დაგვესვენა და თავი შეგვეკავებინა, მაგრამ ამას ვერ ვიტყოდი, ვერ მივეცი თავს ამის უფლება, არ მინდოდა წყენოდა... საღამოს, როგორც ყოველთვის გავემზადეთ და ჩვენმა მეგობარმა ბიჭმა მანქანით გამოგვიარა ქობულეთში, მისი და ნინას ახლო მეგობარი იყო. უნდოდათ ეს დღე ერთად გაგვეტარებინა და ასეც მოხდა... გავბრუვდით სასმლით და საკმაოდ გავერთეთ, გამთენიისას კი სახლში დაბრუნება გადავწყვიტეთ. ბიჭმა პატივისცემის ნიშნად მე წაგიყვანთო, რომელი ქართველი ბიჭი გამოგვიშვებდა აბა ტაქსით. წინ ვიჯექი. ვგრძნობდი, რომ ძალიან მეძინებოდა. ალკოჰოლით გაჟღენთილი, გადაღლილი, ნახევარი თვის გამოუძინებელი, მთელი ღამე ცეკვაში გატარებული, თვალები მეხუჭებოდა, ნინას უკან უკვე ეძინა. ძილი მანქანაში საშინლად გადამდებია, ერთს თუ ეძინება მეორეც გათიშვას იწყებს. ვგრძნობდი ლაპარაკის უნარიც აღარ მქონდა. მანქანაში ჩართული მუსიკები კი კლუბიდან გამოსულებს თითქმის არ გვესმოდა. თითქოს არც ყოფილა ჩართული, ერთი ორჯერ შევთავაზე, რომ არ ეწვალა, ჩვენით წავსულიყავით. ვერც მე ვსაუბრობდი, რომ გამერთო. ალბათ ჩემი ბრალიც იყო, რატომ არ დავაძალე თავს არ დამძინებოდა, დამეძინა.
ბევრი წვალებისდა მიუხედავად თურმე ორი წამი ჩვენს მეგობარსაც დაეხუჭა თვალები და რამდენიმე წამში უამრავი საზიზღარი რამ შევიგრძენი, საშინელი ბრახუნის, მიჯახების ხმა, რომელიც დღემდე შეიძლება კარის ბრახუნს მივამსგავსო ან რაიმეს დავარდნას და აუცილებლად გული მიჩქარდება და სისხლი მეყინება, ყოველთვის მაინტერესებდა აირბაგი როგორ იხსნებოდა და სამწუხაროდ ლაივშიც ვიხილე. მანქანაში საშინელი თეთრი კვამლი გაჩნდა, ვერ ვხვდებოდი ბიჭი გონზე იყო თუ არა, თუმცა ერთს მივხვდი, ნინას ისევ "ეძინა". ძილში თავი მიარტყა, სავარძელზეც ვერ ვხედავდი, ქვემოთ იყო მგონი ჩავარდნილი. არ ვიცი ვერ ვხვდები, მეგონა მარტო მე ვიყავი ცოცხალი და ვერ ვხვდებოდი, რატომ მე და არა ნინა ან ბიჭი. ფანჯარა ოდნავ ჩამოწეული მქონია, როგორ გავეტიე არც ეგ მახსოვს. კარები არ იღებოდა, ფანჯრიდან გადმოვხტი და მანქანიდან გადმომხტარ ჩვენს დასახმარებლად გაქცეული ბიჭების თვალწინ მუხლებზე დავეცი და მახსოვს ვთქვი ნინა უკან არის გთხოვთ დაეხმარეთ... არ ვიცი ეს ვიყვირე თუ ძალიან ჩუმად ვთქვი, იმიტომ რომ ყურში აუხსნელი წუილის მეტი არაფერი მესმოდა... გონება დავკარგე, გონზე რომ მოვედი, ვერაფერს ვხედავდი. ვცდილობდი რამე გამერჩია, თვალებში ბევრი შუქები და აურაცხადი წუილი მესმოდა, ბევრი ადამიანის არეული ხმა ჩამესმოდა, ვცდილობდი მარტო ნინას ხმა ამომეცნო და გავიგონე, ლიზა აზრზე მოდი... ისევ გონებას ვკარგავ... შემდეგი გამოფხიზლება უკეთესია, რაც მინდოდა ის დავინახე, ნინა ფეხზე იდგა და ბიჭიც კარგად იყო, თვალებში ყველაფერი აჭრელებული მქონდა, მაგრამ ნინას სახეს მაინც ვხედავდი, მთავარი ეს იყო, მთხოვდნენ ფეხზე წამოვმდგარიყავი... ჩვენს "ქოხში" შესვლისთანავე ჩემი ნათესავი მაიკო გავაღვიძე, ვთხოვე ტანსაცმლის გახდაში მომხმარებოდა, ოღონდ პანიკაში არ ჩავარდნილიყო. მხოლოდ დაძინება მინდოდა, რომ გაღვიძებულს ეს კოშმარი დასრულებული სახით გამხსენებოდა. მაიკომ ჩემი თხოვნა შეასრულა და მე და ნინამ, როგორღაც დავიძინეთ, უფრო სწორად ნინამ დაიძინა, თავზე ვაკოცე და ვფიქრობდი დამეძინა თუ არა. არ ვიცოდი გავიღვიძებდი მერე თუ არა, მაგრამ დედას არაფერი გაეგო ჩემს ჩასვლამდე და მისი ხმა არ გამეგო, ამაზეც თანახმა ვიყავი, დავიძინე...
ამის მერე ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მეამბოხე ლიზას ცხოვრებაში უამრავი რამ მოხდა, ეს ყველაფერი მეერთედიც კი არ არის, მაგრამ დანარჩენი უკვე არც მოსაყოლი არ არის... ლიზა გახდა ადამიანი, რომელიც თავგადასავლებს აღარ ეძებს და აღარ ქმნის, მან დაინახა, რომ იმ მაღალმა ყველაფერი შეუსრულა გოგოებს არდადეგებზე და ლიზას ისიც ანახა, რომ როცა ცუდი წინათგრძნობა აქვს, უარი უნდა თქვას და ყოველი დღე თავგადასავალი არ უნდა იყოს, ყოველი დღე იმაზე მშვიდი და საინტერესო უნდა გახადოს ვიდრე იყო... ეს ყველაფერი მაინც ლამაზ და მტკივნეულ მოგონებად დარჩება, რომელიც ჩემი უდიდესი გაკვეთილი აღმოჩნდა .
და მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისთვის, ვიმეორებ ეს ჩემი ცხოვრების ნახევარიც არ არის, ნახევრის ნახევარია ალბათ, მაგრამ მთავარი მორალი ჭკვიანი მკითხველისთვის გასაგები იქნება.
მე ვარ ლიზა, რომლის ყოველი დღეც უძვირფასესია და მე ვარ ლიზა, რომელსაც სისწრაფე აღარ უყვარს, ეშინია კიდეც... მე ვარ ლიზა, რომელმაც მშვიდ ცხოვრებაში ვპოვე თავგადასავალი... მე ვარ ლიზა, რომელსაც უნდა რომ, არავინ იჩქაროს..."-ასეთ ვრცელ წერილს აქვეყნებს ლიზა ყენია სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

imageimageimageimage

2
654
3-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
654
  
2015, 5 ნოემბერი, 0:26
ისა და ... "მემაბოხე' რას ნიშნავს, სათაურში რომ გიწერიათ?
2015, 4 ნოემბერი, 23:58
კოშმარია
0 1 2