x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"როგორც ჩანს წინ დიდი სკანდალი გველის"! - ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს ( + ვიდეო )

imageსაქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის ფარულ ვიდეო ჩანაწერს დიდი სკანდალი და გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. საზოგადოება კი ძირითადად ნოდარ მელაძეზე გაკეთებულმა ამაზრზენმა სიტყვებმა გააღიზიანა. უკვე ორი დღეა ფეისბუქი ცნობადი სახეების სტატუსებითაა გადაჭედილი. არც ინგა გრიგოლია აღმოჩნდა გამონაკლისი და თავისი კოლეგის ნოდარ მელაძის დასაცავად პროდიუსერ რუსუდან ვაშაკიძესთან მიმოწერისას აღნიშნავს, რომ ნოდარის გამო თვალს გამოწიწკნის ნებისმიერს. ( ტექსტს უცვლელად გთავაზობთ) :

პროდიუსერი რუსუდან ვაშაკიძე: ''უშიშარიც რომ არის და რაებს უგონებენ? სად ნახა და სად იპოვა შეშინებული და რა ინტერპრეტაციებით მიაქვს ამბები, ფუ''.

ინგა გრიგოლია: ახლა სადმე რომ შემხვდეს, არ ვუსურვებდი

რუსუდან ვაშაკიძე: არც მე

ინგა გრიგოლია: არაა ღირსი, გადაუაროს თავზე?

რუსუდან ვაშაკიძე: თვითონ რა გაუკეთებია, ისე?

ინგა გრიგოლია: ჩვენ კი ვიცით, რაც გაუკეთებია... თვითონ როგორ არ უტყდება, ნოდარის გამო თვალს გამოვწიწკნი ნებისმიერს.

როგორც ჩანს წინ დიდი სკანდალი გველის! - რამ გააღიზიანა ქართული საზოგადოება და რა თემებზე საუბრობდნენ მიხეილ სააკაშვილი და სოფო ნიჟარაძე?

"მიხეილ სააკაშვილი: მანდ სისხლის ღვრა იქნება, რომ იცოდე!

სოფო: რა პონტში, აქ, ჩვენთან?

მიხეილ სააკაშვილი: აბა...

სოფო: ხო, ალბათ იქნება

მიხეილ სააკაშვილი: სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო.

სოფო: ხო, მაგრამ რაღაცნაირად არის, პასიურობენ, ცოტა ეშინიათ

მიხეილ სააკაშვილი: ვის?

სოფო: ჩვენებს.

მიხეილ სააკაშვილი: ხო, ეს თავიდან ყოველთვის ასეა. რო იქნება, მერე ნახავ. ნოდარ მელაძე გახდება ფილდ-კომანდერი.

სოფო ნიჟარაძე: ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩაჯმული. სუნი ასდის შორიდან."image

0
1401
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0