x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
რომელი საკომუნიკაციო პროგრამა ისმინება?! არის თუ არა სანდო "ვაიბერი" და სხვა მსგავსი პროგრამები?!
ყოფილი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საზოგადოებაში ძალიან

აქტიური თემა გახდა საკომუნიკაციო პროგრამები, როგორიცაა: "ვაიბერი",

"ვოთსაპი" და "ტელეგრამი"...


image



როგორც ცნობილია, ქართულ საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული "ვაიბერით"

კონტაქტი და არავისთვისაა დასამალი, რომ ხშირ შემთხვევაში კონფიდენციალური

საუბრები სწორედ ამ გზით ხორციელდება. უკვე დადასტურებულია, რომ სააკაშვილის

სატელეფონო საუბრები რომლის კანონიერებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის

ნიშანია, სწორედ ამ საკომუნიკაციო სისტემის, "ვაიბერის" საშუალებით განხორციელდა.


image


ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალ-გაზეთი "რეზონანსი" საინტერესო სტატიას

აქვეყნებს... 2015 წლის ზაფხულის თვეებში უკრაინაში რამოდენიმე პოლიტიკური

სკანდალი "ვაიბერის" საშუალებით განხორციელდა, რასაც მოჰყვა დასავლეთის და

უკრაინის პოლიტიკოსების ერთბაშად "ვაიბერიდან" "ვოთსაპზე" გადასვლა.


image


"ვაიბერის" საშუალებით ყველაზე დიდი პოლიტიკური დარტყმები მიიღო უკრაინის

მთავრობამ, ძალიან ბევრჯერ მათი კონფიდენციალური საუბრები გასაჯაროვდა,

რასაც მოჰყვა შიდა პოლიტიკური გადატრიალებები. იგივე ხდებოდა დასავლეთის

სხვადასხვა ქვეყნებში, პოლიტიკოსები ერთმანეთთან "ვაიბერის" საშუალებით

საუბრობდნენ და ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრ უწმაწურ სიტყვებსაც იყენებდნენ,

რასაც საკომუნიკაციო პროგრამა -"ვაიბერი" საკმაოდ კარგად აფიქსირებდა.

ბოლოს, როგორც ხედავთ იგივე განმეორდა საქართველოშიც, სადაც

კონფიდენციალური საუბარი გასაჯაროვდა საქართოველოს ყოფილ პრეზიდეტ

მიხეილ სააკაშვილს და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს შორის. ამ სკანდალურმა

ჩანაწერმა გამოიწვია საზოგადოების მკაცრი რეაქცია "ვაიბერისადმი". სკანდალი

დღემდე გრძელდება და დღესდღეობითაც ამ ფაქტს

ყოფილი პრეზიდენტი და მომღერალი კვლავ "ჩაწყობილ საქმეს" უწოდებენ.




















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



0
649
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0