x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"იცი რა ტიპის ანომალიაა ბიძინაო?! პირად ჩანაწერების მოსმენაზე გიჟდებაო"-ნანუკა ჟორჟოლიანი გავრცელებულ ჩანაწერზე
image
"იმედმა ხმა აღარ ამოიღოს. აი იმ იმედმა, რომელიც გადაეყვეტილების მიმღებია და არ მითხრათ, თქვენ ეს გიკვირთო?!

დიახ მეგობრებო! გვიკვირს! ვის არ მიუღია დავალება? ვის, ვინ არ უპრავებია! ვის არ უმუშავია სახელისუფლებო არხზე, მაგრამ მეგობრობა, კოლეგიალურობა, ფეხქვეშ არ გაგვითელია! იმედში დარბეულ ჟურნალსტებთან გვირეკია! ( მაშინ ვაიბერი არ იყო და ღიაზე) და გვიკითხია რა შეგვეძლო მათთვის გაგვეკეთებინა! ეს იმიტომ შეგახსენეთ, რომ ხშირად გვეკითხებიან მაგ დღეზე და დანარჩენს არ მოვყვები.

ჩაჯმული ნოდარიკო კი არა, ისაა ვინც ამ ჩანაწერის გავრცელებაზე უარი ვერ თქვა.

ჩემი ერთი მეგობარი მეუბნებოდა. იცი რა ტიპის ანომალიაა ბიძინაო?! პირად ჩანაწერების მოსმენაზე გიჟდებაო. ენების მიტანაზეც მერე. მაგალითად ცოლს მიახვედრებს, რომ ქმარმა უღალატაო. მეგონა აზვიადებდა ჩემი მეგობარი და სულ უნამუსო ვეძახე.. ეჭვი მაქვს სწორს ამბობდა...


P.s. ნოდარ მელაძე შენ ხარ პელე! ეს ისედაც იცი და აქაც დავწერ "-ამ სიტყვებით ეხმაურება ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გავრცელებულ სკანდალურ კადრებს. შეგახსენებთ რომ, ამჯერად ერთ-ერთმა უკრაინულმა საიტმა მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის საუბრის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა.

მიხეილ სააკაშვილი: მანდ სისხლის ღვრა იქნება, რომ იცოდე!

სოფო: რა პონტში, აქ, ჩვენთან?

მიხეილ სააკაშვილი: აბა...

სოფო: ხო, ალბათ იქნება

მიხეილ სააკაშვილი: სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო.

სოფო: ხო, მაგრამ რაღაცნაირად არის, პასიურობენ, ცოტა ეშინიათ

მიხეილ სააკაშვილი: ვის?

სოფო: ჩვენებს.

მიხეილ სააკაშვილი: ხო, ეს თავიდან ყოველთვის ასეა. რო იქნება, მერე ნახავ. ნოდარ მელაძე გახდება ფილდ-კომანდერი.

სოფო ნიჟარაძე: ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩაჯმული. სუნი ასდის შორიდან.

0
734
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
734
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0