x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"სადმე რომ შემხვდეს, არ ვუსურვებდი! თვალს გამოვწიწკნი". სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის სკანდალური ჩანაწერი და დიდი დაპირისპირება
image
სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა უკრაინულმა საიტმა ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის საუბარია ასახული.

"მიხეილ სააკაშვილი: მანდ სისხლის ღვრა იქნება, რომ იცოდე!

სოფო: რა პონტში, აქ, ჩვენთან?

მიხეილ სააკაშვილი: აბა...


სოფო: ხო, ალბათ იქნება

მიხეილ სააკაშვილი: სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო.

სოფო: ხო, მაგრამ რაღაცნაირად არის, პასიურობენ, ცოტა ეშინიათ

მიხეილ სააკაშვილი: ვის?

სოფო: ჩვენებს.

მიხეილ სააკაშვილი: ხო, ეს თავიდან ყოველთვის ასეა. რო იქნება, მერე ნახავ. ნოდარ მელაძე გახდება ფილდ-კომანდერი.

სოფო ნიჟარაძე: ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩაჯმული. სუნი ასდის შორიდან."

ჩანაწერმა საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა. ახალი სკანდალიც აგორდა. კოლეგები, მეგობრები და საზოგადოების ნაწილი ნოდარ მელაძეს მხარდაჭერას უცხადებს.

პროდიუსერი რუსუდან ვაშაკიძე: ''უშიშარიც რომ არის და რაებს უგონებენ? სად ნახა და სად იპოვა შეშინებული და რა ინტერპრეტაციებით მიაქვს ამბები, ფუ''.

ინგა გრიგოლია: ახლა სადმე რომ შემხვდეს, არ ვუსურვებდი

რუსუდან ვაშაკიძე: არც მე

ინგა გრიგოლია: არაა ღირსი, გადაუაროს თავზე?

რუსუდან ვაშაკიძე: თვითონ რა გაუკეთებია, ისე?

ინგა გრიგოლია: ჩვენ კი ვიცით, რაც გაუკეთებია... თვითონ როგორ არ უტყდება, ნოდარის გამო თვალს გამოვწიწკნი ნებისმიერ

როგორც ჩანს წინ დიდი სკანდალი გველის!

0
7750
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
7750
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0