x
,,ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში,,- ილია მეორე
image

რამდენიმე დღის წინ ილიას უნივრსიტეტში ფოტო გამოფენა გაიმართა. საზოგადოების დიდი ყურადღება და ინტერესი მიიპყრო ფოტომ, სადაც ღვთისმშობელს პისტოლეტი აქვს ხელში. შეფასება არაერთგვაროვანი იყო. აღნიშნულმა ფოტომ შეიძლება ითქვას პირველ რიგში მართლმადიდებლობას და ღვთისმშობელს მიაყენა შეურაცხყოფა.

უწმინდესი და უნეტარესი ამ ფაქტს საკვირაო ქადაგების დროს გამოეხმაურა:



"არის ერთი სამწუხარო ამბავი, წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც არის გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, უჭირავს პისტოლეტი და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოების და საქართველოსი.

მე მიკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში. საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა და იმედია, რომ გამოსწორდებიან".


აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

0
48
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0