x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ყველაზე სკანდალური დაპირისპირებები ქართულ შოუბიზნესში

image
ქართული შიუბიზნესი სავსეა ინტრიგებითა და უთანხმოებებით. ყველაფერი სააშკარაოზე იშვიათად გამოდის, მაგრამ დამალვითაც ხომ ბევრი არაფერი იმალება. ფაქტი კი ერთია, ჩვენს ცნობადებს ერთმენეთი გულზე ნამდვილად არ ეხატებათ.image

შორენა ბეგაშვილი და თიკო სადუნიშვილი ერთმანეთს უკვე წლებია მტრობენ. დაპირისპირება გადაცემა "თბილისი ლაივის" ჩაწერისას დაიწყო. თიკომ შორენას სთხოვა დიზაინერისთვის ეკოცნა, რაზეც უარი მიიღო. უარესები არ გაგიკეთებიაო?!-იყო თიკოს პასუხი, რასაც შორენას თამამი სცენები მოჰყვა ფილმებიდან. გავრცელებულ ჭორებს თუ დავუჯერებთ, ქალბატონებმა ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი ვერ გაიყვეს. ცნობილები ერთმანეთს თავს დროდადრო ახსენებენ. თიკომ სოციალურ ქსელში ფოტოც განათავსა, რომელზეც შორენას ვარცხნილობის ფორმის პარიკი ეხურა და ამტკიცებდა, რომ მსახიობის სილამაზის საიდუმლო მის ვარცხნილობაშია. შორენამ თიკო მოგვიანებით დაადანაშაულა, ციხეში გამოძახებით დადიოდი და დედობის უფლებაც ჩამორთმეული გაქვსო. თიკომ კი ამის მიუხედავად "დიდსულოვნება" გამოიჩინა და შორენას სასამართლოში არ უჩივლა, დაგინდობო. თუმცა საქართველოში ცილისწამება დასჯადი არ გახლავთ.imageთიკო სადუნიშვილი ხატია სიჭინავასაც დაუპირისპირდა. ხატიამ საჯაროდ განაცხადა, რომ ქმარს ფეხსაცმელს სიამოვნებით ხდის და მისთვის ქართული ტრადიციებიც ძალიან მნიშვნელოვანია, ქალიშვილები მეზრდებაო. "ჩვენი ხატია სამშობლო"-ასე გამოეხმაურა თიკო მომხდარს. "მე არ ვიცი, ზოგიერთ გონებაშეზღუდულებს რა აღიზიანებთ ჩემში, მაგრამ მე მაინც ოჯახს და რელიგიას ამოვეფარები. თქვენთვის რაც არის ღირებული იმას ამოეფარეთ ძვირფასო "კეთილისმსურველებო", ფრთხილად, არ გადაგცდეთ საკუთარ ბოღმა"-მიუგო სიჭინავამ.imageimageთინა მახარაძის გულახდილმა ინტერვიუმ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვისაც არ დაეზარა ყველამ გამოთქვა აზრი. ნანუკა ჟორჟოლიანმა, მარიამ გეგუჩაძემ, ლიკა ყაზბეგმა და კიდევ არაერთმა ცნობადმა სახემ გალანძღა მსახიობი. თინას პოზიცია კი მომღერალმა თეონა კონტრიძემ მოიწონა.imageნანუკა ჟორჟოლიანი და ნინო ჩხეიძე კი მოსკოვურმა თბილისობამ დააპირისპირა. "რა მოკლე ყოფილა გზა, წაღვერიდან მოსკოვამდე"-წერდა ჟურნალისტი. "გუშინ კითხვა დასვეს რამდენია მანძილი წაღვერიდან მოსკოვამდე. წაღვერიდან მოსკოვამდე 2 საათია და წყალტუბოდან ლონდონამდე ნამდვილად არ ვიცი"-არ დარჩა ვალში ნინო ჩხეიძე.image

imageნრი ჯოხაძემ ნინი ბადურაშვილს საჯაროდ უთხრა, კარგია, რომ 60 წელს გადაცილებული პროდიუსერების რჩევებს არ ითვალისწინებო. როგორც გაირკვა, მომღერალმა მარინა ბერიძეს უკბინა. "ანრი ძალიან კარგი მომღერალია. თავადაც კარგად ვარ განწყობილი და მისი ცუდი დამოკიდებულებაც არასდროს მიგრძვნია, მაგრამ მის საქციელს შემიძლია დავარქვა არაკაცური საქციელი. ქალს, გინდაც 60 წელს გადაცილებულს, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო"-განაცხადა მარინა ბერიძემ.image

0
1042
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1042
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0