x
ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა

imageეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ასოშიეითედ პრესი" ეგვიპტის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება. ბოლო ინფორმაციით, მაშველებმა 100 ცხედარი ამოიყვანეს, აქედან 17 ბავშვია.
კატასტროფის დროს ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. სააგენტო "როიტერი" წერს, რომ 3 მგზავრი - უკრაინის, დანარჩენი კი - რუსეთის მოქალაქეა. ეგვიპტეში მომხდარი ტრაგედიის გამო რუსეთში 1 ნოემბერი გლოვის დღეს გამოცხადდა.
რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 სინაის ნახევარკუნძულზე, პროვინცია ჩრდილო სინაის მთიან რაიონში, ქალაქ ელ-არიშის სიახლოვეს ჩამოვარდა. წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავმა კატასტროფა ტექნიკური გაუმართაობის გამო განიცადა.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთში სისხლის სამართლის საქმე, "ფრენის წესების დარღვევის" მუხლით აღიძრა. კატასტროფის მიზეზების გამოძიება ეგვიპტის გენერალურმა პროკურატურამაც დაიწყო.
ინტერნეტ-პორტალი Flightradar24.com-ი, რომელიც სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენის მონიტორინგს ახორციელებს იტყობინება, რომ კატასტროფიდან რამდენიმე წუთით ადრე ლაინერის სიჩქარე საათში 748-დან 172 კილომეტრამდე დაეცა. სააგენტო "რია ნოვოსტი" კი წერს, რომ აფრენის შემდეგ ლაინერის მფრინავი დისპეტჩერს დაუკავშირდა და ტექნიკური ხარვეზების შესახებ აცნობა. მფრინავმა ასევე, მარშრუტის შეცვლა და კაიროს აეროპორტში დაშვება ითხოვა, რის შემდეგაც კავშირი თვითმფრინავთან შეწყდა.
რუსული მედია წერს, რომ Airbus А-321-მა პირველი ფრენა 18, 5 წლის წინ, 1997 წლის 9 მაისს განახორციელა.

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0