x
აშშ – სირიაში, რუსეთთან შეუთანხმებლად ,,სპეცნაზს,, და თვითმფინავებს აგზავნის…

imageაშშ, სირიაში ოპოზიციური სამხედრო ძალებისათვის დახმარების გასაწევად და ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად სპეცდანიშნულების ბატალიონს, სირიაში გრძელვადიანი კონტინგენტის სახით აგზავნის, აცხადებს ამერიკული NBC News-ი.
აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენლის ჯოშ ერნესტის განცხადებით, სირიაში “სპეცნაზის“ გაშვებაზე თანხმობა განაცხადა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბატალიონი დაკომპლექტებული იქნება მაღალი ხარისხის პროფესიონალებისაგან, რომლებიც ინსტრუქტაჟს გაუწევენ სირიაში, როგორც ისლამისტების ასევე ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ქურთების სამხედრო დაჯგუფებას და “სირიის თავისუფალ არმიას“ რომელშიც ასადის წინააღმდეგ ამხედრებული ყოფილი სირიელი სამხედროები იბრძვიან. ბატალიონის ამოცანაა გააძლიეროს ოპოზიციური სამხედრო ძალების ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა, ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
imageამას გარდა, აშშ-ს სამხედრო სარდლობა თურქეთში, სირიის საზღვართან მდებარე “ინჯირლიკის“ ავიაბაზაზე დამატებით ავიამოიერიშე А-10-ებს და F-15-ს ტიპის ბომბდამშენებს აგზავნის, ოფიციალური მიზეზით “ისლამური სახელმწიფოსათვის ინტენსიური ავიადარტყმების მისაყენებლად“ პარალელურად კი ერაყში არსებული 3500 კაციანი სამხედრო კონტინგენტის გამოსაყენებლად ემზადება.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს გააქტიურება სირიის კონფლიქტში, რუსეთთან შეთანხმების გარეშე ხდება, რაც ობამას წარმომადგენლის ჯოშ ერნესტის სიტვებიდანაც ჩანს… “მე ვერ ვხედავ ისეთ სცენარს, რომლის მიხედვით, ამერიკელმა სამხედროებმა თავისი მოქმედებეის კოორდინაცია რუსეთთან უნდა შეათანხმონ“ აცხადებს ერნესტი, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული სამხედრო ძალების მიერ ასადის მოწინააღმდეგეთა ძალებზე თავდასხმა, მომავალში ამერიკელ სამხედროებთან კომფრონტაციაში შეიძლება გადაიზარდოს.

0
417
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0