x
რუსეთი 1-ელი იანვრიდან უკრაინას ეკონომიკურ სანქციებს უწესებს

2016 წლის 1-ელი იანვრიდან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს აამოქმედებს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.
"1-ელი იანვრიდან უკრაინასთან მიმართებაში აიწევს საბაჟო-სატარიფო განაკვეთი, რაც დაკავშირებულია უკრაინის გადაწყვეტილებაზე, აამოქმედოს ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმება. გარდა ამისა, უკრაინაზე, როგორც ანტირუსულ სანქციებზე მიერთებულ ქვეყანაზე, გავრცელდება რუსეთის საპასუხო ეკონომიკური ზომები", - წერს მედვედევი.image

0
68
შეფასება არ არის
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0