x
რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

imageსტავროპოლის სამხარეო სასამართლომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფილ პოდპოლკოვნიკს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ "ტასი" წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 49 წლის თეიმურაზ ალიევი სტავროპოლის სამხედრო ნაწილში საკონტრაქტო პირობებით მსახურობდა. "მანამდე მას სამხედრო წოდება ჩამოერთვა, რის გამოც საქმე სამოქალაქო სასამართლომ განიხილა", - განუცხადეს სააგენტოს.
გამოძიების ცნობით, ალიევი ქართულ მხარეს სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას აწვდიდა.

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0