x
image
პროფესორი
სტალინის მიერ დახვრეტილთა სია

სტალინის მიერ რეპრესიებულთა სია გააერთიანეს, პროექტი აერთიანებს ათასობით
გადასახლებულ და დახვრეტილ პირთა ფოტომასალას და ისტორიებს.
“სტალინური
სიები” არის ერთ-ერთი ილუსტრაცია იმის, რომ თვითონ [სტალინი] ადევნებდა
ინტენსიურად თვალყურს, როგორ მიდიოდა წმენდისა და განადგურების პროცესი”, -
ამბობს მკვლევარი.პროექტის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიგეგმა.

ნუსხაში 44 ათას პირს შორის 3600 ადამიანი იყო საქართველოდან. ეს სიები
აერთანებს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნებისა და პროფესიის მქონე ადამიანებს.
პროექტი დააფინანსა "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა" და შვეიცარიის საელჩომ.

ზოგიერთი რეპრესირებულის შესახებ მათ ოჯახის წევრებს და ახლობლებსაც არ
აქვთ ინფორმაცია თუ როგორ მოხდა ეს ან სად და რა დამათეს რეპრესირებულს.

“სტალინური სიების” ნახვა დღეს ყველა მსურველს შეუძლია. გარდა იმისა, რომ
ეს ინფორმაცია კომპაქტ დისკზეა განთავსებული, ის ასევე საჯარო ბიბლიოთეკის
ღია ელექტრონულ ქსელში გაეშვა.
პრეზენტაციაზე იმყოფებოდა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მისი შეფასებით, საქართველო
დღესაც იმკის საბჭოური წყობის მძიმე შედეგებს. პარლამენტის თავმჯდომარის
განმარტებით, საბჭოთა კავშირი იყო ბოროტების იმპერია.

image

0
582
8-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
582
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0