x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
"აპოკალიფსის ორი მაცნე - ორი ორი წინამორბედი ქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსვლისა"

image











იოანე ღვთისმეტყველი - გამოცხადების წიგნი (გამოცხ. 11). ამ უკანასკნელში ორი მაცნე მოხსენიებულია, როგორც ორი წინამორბედი ქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსვლისა:

„მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როდესაც ინებებენ. ხოლო როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც. სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავ მათი დამარხვის ნებას. დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი. მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას. იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცი ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს.“



ორი მაცნისა და მათი გამოჩინების დროის დადგენა საუკუნეთა მანძილზე წარმოადგენდა ქრისტიანული ესქატოლოგიის ინტერესს. საინტერესოა, არიან თუ არა ისინი ცალკეული ინდივიდები? იქნებ სიმბოლიზმთან გვაქვს საქმე? (მაგ: ბიბლიის ახალი და ძველი აღთქმა) შესაძლოა ორი მაცნე სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს მამხილებელ ეკლესიას: მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ: ”(ქრისტემ) მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა.” შესაძლოა ორი წინასწარმეტყველი ბიბლიური მოსესა და ელიას ერთგვარ რეინკარნაციას წარმოადგენს:გამოცხადებიდან ვკითხულობთ: ”მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როდესაც ინებებენ” ბიბლია გვიამბობს, თუ როგორ აქცია მოსემ ნილოსის წყალი სისხლად, ელიამ კი სამ წელიწად ნახევრით დაახშო ზეცა, რათა არ მოსულიყო ქვეყნად წვიმა.






0
466
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0